სასმელები ხინკალთან

რა სასმელები უნდა მივირთვათ ხინკალთან ერთად ?

მთაში ხინკალს ტრადიციულად არყის ტიპის სასმელებს აყოლებდნენ. ქართლის მთიანეთში უმეტესად ტრადიციულ ერთნახად ხილის ჟიპიტაურს.
თუშეთში ტრადიციულ ლუდს ან ქერისგან დამზადებულ .წ. სულადის არაყს.
მას შემდეგ, რაც ხინკალი ბარში ჩამოვიდა და ქალაქებშიც დაიწყეს მოხვევა, ხინკალს უკვე ჩვეულებრივ, ქარხნულ არაყთან ერთად მიირთმევდნენ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს,რომ ხინკალთან თეთრი მშრალი რქაწითელიც ძალიან კარგად წყვილდება. თუმცა, ისტორიამ და ტრადიციამ გვაჩვენა, რომ ხინკალთან საუკეთესო მისაყოლებელი მაინც არყის ტიპის მაღალგრადუსიანი სასმელები ან ლუდია .

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, ბოლო დროს პოპულარული გახდა უგაზო მცენარეული ცივი ჩაები, რომლებიც სპეციალურად ხინკლისთვისაა დამუშავებული.