ხინკალი წვნიანი და განსაკუთრებით გემრიელი ფარშით

ბებერი მეხინკლის რჩევები :

პირველ რიგში, ხინკლის ხორცი დანით იკეპება.

ახალთახალი, გემრიელი ხორცის ფარშის შემადგენლობაში სასურველია იყოს მთის ბეგქონდარა. ბარში ამ სანელებლის ნაცვლად ხშირად ძირას იყენებენ.

ტრადიციულ ხინკლის ფარშს  ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი.

იმისათვის რომ ხინკალი წვნიანი გამოვიდეს, შერეულ ფარშში ღორის ხორცი ცხიმიანი უნდა იყოს;

ფარშს ემატება მდუღარე წყალი;

ამასთანავე, ცომი უნდა იყოს მაგარი და ელასტიკური, რომ ხარშვისას არ დასკდეს და ხინკალმა მთელი წვენი შეინარჩუნოს.

წვნიანი ხინკლის მხოლოდ საქონლის ხორცით მომზადება რეკომენდირებული არ არის, რადგან ძალიან მაგარი გამოვა და არც წვენი ექნება. საუკეთესოა  ცხვრის, ღორისა და საქონლის ხორცის შეხამება.