ჭინჭრის ხინკალი ნაკლებად ცნობილი კერძია. რომელსაც ძირითადად კახეთში ამზადებენ. ზოგჯერ ჭინჭრის ფარშს ნიგოზი და ნიორიც ემატება.
ჭინჭრის ხინკლის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
- მოხარშული ჭინჭარი – 500 გ
- ხახვი – 3 თავი
- ქინძი – 1 კონა
- ერბო – 2 ს/კ
- ფქვილი – 600 გ
- წყალი
- მარილი და პილპილი
ხინკლის მომზადების საფეხურები:
ხახვი დავჭრათ წვრილად და ერბოში მოვშუშოთ.
ჭინჭარი მსუბუქად ამოვწუროთ ნახარშიდან და წვრილად დავჭრათ.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მოშუშული ხახვი, მარილი და პილპილი.
ფქვილში ავურიოთ 1 სავსე ჩ.კ. მარილი, ნელ-ნელა დავასხათ წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და 30 წუთი გავაჩეროთ.
შემდეგ გავაბრტყელოთ 3 სმ სისქეზე, ამოვჭრათ ჭიქით და თითოეული თხლად გავაბრტყელოთ.
ცომის ფენაში ჩავდოთ გულსართი, და შევკრათ.
მოვხარშოთ ხინკალი მდუღარე მარილიან წყალში. საწებლად უხდება ერბოში მოშუშული ხახვი და ძმარი.