ხინკალი კახურად, ასე მზადდება:
ხინკალი კახურად
ხინკლის მასალა:
ღორის, ცხვრის ან საქონლის ხორცი-1 კგ
ხახვი – 5 თავი
კვერცხი – 1 ცალი
მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.
ხინკალის ფარშის მომზადება:
ღორის, ცხვრის ან საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ხახვთან ერთად.
საქონლის ხორცს სირბილისათვის ურევენ ღორისას. სხვა ტიპის ხორცების შერევა არ ხდება.
ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, დავასხათ იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა).
ხინკალის ცომის მომზადება
მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ მრგვალად და კიდევ გავაბრტყელოთ.
სხვათაშორის ისტორიულად ხინკალი ცეხვილი ფქვილისაგან მზადდებოდა და მისგან დამზადებული გამოირჩევა გემოთი.
ხინკლის (ხინკალის) მოხვევა
თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას.
ხინკალის მოხარშვა
მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ, ქვაბი ხან გამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას.
როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით. სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.
ხინკლის გაცხელება
ცივი ხინკალი არაა გემრიელი. ამიტომ, მას კარაქში ან ქონში აცხელებენ. არიან გაცხელებული ხინკლის მოყვარულებიც და გაცხელებული ხინკლის სუფრაც ხშირად იშლება. ასეთ სუფრებზე, გაცხელებული ხინკალი შეიძლება ღვინოსთან ერთადაც მიირთვათ. უხდება შავი ღვინოც.
სასმელები ხინკალთან
კახეთში ხინკალს არაყს აყოლებენ.