ლობიანის გამოძახება 599 06 91 51
ლობიანის გამოძახება ქეითერინგში საკმაოდ ხშირია . ლობიანი საქართველოში პოპულარული საჭმელია. ლობიანს იძახებენ ოჯახებში , სტუმრის წვევისას, სამსახურებში ლანჩისას, ფურშეტებზე და ფაქტიურად ყველა სახის სუფრისათვის.
ლობიანის გამოძახება 599 06 91 51
მისი განუყოფელი კომპონენტებია განთქმული რაჭული ლორი და ელიტური შავი ღვინოები : ხვანჭკარა, საფერავი და სხვა .
დღეს ლობიანის არაერთი ვერსია არსებობს. ყველა რესტორანსა თუ დიასახლისს თავისი მოდიფიკაცია აქვს.
მითითებული ნომერზე 599 06 91 51 დარეკვისას , თქვენ ტრადიციულ რაჭულ ლობიანს ან მის ქალაქურ ვერსიას შემოგთავაზებენ .
სასმელად კი – უნიკალური ბუკეტის მქონე . „გენის“ ბუდეშურ საფერავს.
რაჭული ლობიანი|
ინგრედიენტები:
- წითელი ლობიო – 400 – 500
- ზეთი – 2-3 ს.კ
- მარილი
- ფქვილი – 1 კგ
- მშრალი საფუარი – 2 ს.კ
- კვერცხი – 1
- წყალი – 2 ჭ
- ლორი – გემოვნებით, ჭარბ ლორიანზე ქალაქში არაა მოთხოვნა, უფრო
არომატისათვის . - მარილი და წიწაკა
გულსართის მომზადება :
- ლობიო ჩავაყენოთ მთელი ღამით. რომელი ჯიშის ლიბიოს შეარჩევს დისახლის გემოვნებითაა. საერთოდ, ლობიოს ჯიშს აქვს მნიშვნელობა
- მოვხარშოთ ლობიო ლორთან ერთად
- შეგვიძლია ლორი ჩახარშვის შემდეგ ამოვიღოთ, შეიძლება გავატაროთ ან დავკეპოთ და შევურიოთ ლობიოს ,შევაზაოთ მარილითა და პილპილით.
- ზოგიერთი ლობიოს კანს აცლის, ესეც დისახლისის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
- შეზავებული ლობიო შეიძლება ჩავზილოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. თუ წარბწყლიანია გადავწუროთ, მაგრამ სწორად მოხარშულს
არ უნდა დაჭირდეს გადაწურვა
ცომის მომზადება
- 2 ჭიქა ფქვილში ავურიოთ საფუარი, შაქარი და დავასხათ თბილი წყალი.
- მასას დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და ზეთი.
- მოვზილოთ ცომი და დავდგათ ასაფუებლად.
- ლობიანის ცომს უფრო გულმოდგინე მიზელვა ჭირდება, ვიდრე ხაჭაპურისას
- ცომი დავყოთ გუნდებად ,ჩავდოთ გულსართი და გამოვაცხოთ
- ლობიანებს ზემოდან შეიძლება წავუსვათ ლორის პატარა ქონიანი ნაჭერი.