ხინკალი,როგორც კულტურა და როგორც სრულყოფილების ეტალონი. ჩემს წარმოსახვაში შეუძებელია ვიპოვო რამე უფრო იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული როგორც ხინკალი. ამ იდეალიზმის სათავე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში უნდა ვეძებოთ. ზოგისთვის ფშავი, ზოგისთის ხევსურეთი და ასე შემდეგ. ყველას უნდა ამ საღვთო ქმნილების საკუთარ სახელთან დაკავშირება.
ღმერთის ან ამოუცნობი ფაქტის მიერ შექმნილ სამყაროში,ყოველ შემთხვევაში დღემდე, არაფერია ისეთი იდეალური როგორც ცომის ტომარაში შეხვეული, ძველი წესით დაბეგვილი ან ახალით ფარშად ქცეული, ხორცი. მიუხედავად ამისა ადამიანი ყოველ დღე იდეალიზმის ძიებაშია. ვეძებთ იდეალურ გამოსავალს საყვარელი ადამიანის გასამწარებლად, ამავე ადამიანზე შურის საძიებლად. ვეძებთ იდეალურ გზას უკეთესი მომავლისკენ, ველოდებით იდეალურ საფეხბურთო მატჩს,ზოგიც კალათბურთს. მაგრამ კარგად იცი რომ არაფერია იდეალური,ზემოთხსენებულის გარდა.
ჩვენ ვაიდეალებთ ადამიენბს და შემდეგ მათით ვცოცხლობთ. ეს არც ისე ცუდია, ამ უცნაური და ამავედროს საოცრად ნაცნობი ფეტიშის გარეშე ალბათ ხელოვნება არ იარსებებდა, ანდაც ისეთივე ზუსტი და საზღვრული იქნებოდა როგორც მათემატიკაა, ბოდიშის მოხდით ეს სულაც არ არის ლამაზი, ან ქარიზმატული. ხო სიტყვას მოვაყოლე და ხინკალშიც არის რაღაც მათემატიკური. პროპორცია ან სიმეტრია არ ვიცი.
ხინკლის იდეალურობას რომ დავუბრინდეთ, ეს ერთი მიმართულების დამსახურებაა სულაც არაა. ამ იდეალურ მატერიას ქმნის ზუსტად შეზავებული ხორცი, მლაშე წყალი და ცომი. მათი სიყვარულის ნაყოფად კი შეგვიძლია, სრულყოფილების თხევადი ნაწილი–”ხინკლის წვენი” აღვიქვათ. ადამიანურ, ცივ სამყაროში კი ყველაფერი გვაქვს, გარდა სწორი გაზავებისა, “ხორცის სწორი სუნელებით შეკმაზვისა”, შესაბამისად ნაყოფი სრულყოფილი, იდეალური აღარ არის. ეს ხორცი კი მე ვარ. შენს შემთხვევაში შენ. და მანამ სანამ საკუთარ თავს სწორ ფასს, არჩევანს, ხედვას და მრავალ სხვა რაღაცას, რომელიც სუნელის როლს ასრულებს არ მიანიჭებ, ვერასდროს იქნები ხინკლის ხორცივით იდეალური და შესაბამისად ვერც ხინკალი– ანუ სამყარო შენს გარშემო, ვერასდროს გახდება სრულყოფილი.
https://www.youtube.com/watch?v=NP0VyXX2SsY– ეს კი მაგალითი, როგორ გავხდე იდეალური.
წყარო: https://aihcrad.blogspot.com/2018/03/blog-post_26.html