წვრილად დაჭერით ქამა სოკო, ხახვი და ქინძი.
ხახვი მოშუშეთ კარაქში, დაამატეთ სოკო.
შემდეგ დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი.
სოკოს მიერ გამოშვებული წვენი ბოლომდე არ დააშროთ, რათა ხინკალი წვნიანი გამოვიდეს.
ხინკლის მოხარშვა
ხინკლის ცომი გააბრტყელეთ და ამოჭერით როგორც ტრადიციული ხინკლის შემთხვევაში.
ჩაუდეთ ხინკალს გულსართი.
ხინკალი მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში, სანამ ხინკალი ზემოთ არ ამოტივტივდება
სოკოს ხინკალი ამ რეცეპტით იოლად მზადდება და ძალიან გემრიელი გამოდის. ძალიან უყვარს ჩემს დედამთილს.