ხინკლის საიდუმლო საგვარეული რეცეპტი კახეთიდან

ხინკალი ყველას უყვარს, ქართველს თუ უცხოელს, ხორცის თუ ყველის, ხაჭოთი თუ კარტოფილით, მწვანილით თუ უმწვანილო, პრიალა ცომით და თუ მთაში მოზელილი რუხი ფქვილით, წვნიანი თუ ერბოში ამოვლებული.

ამაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, თვით ბრიტანელმა მეცნიერებმაც კი ვერ დაადგინეს, რომელია ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გემრიელი, ყველაზე ზუსტი რეცეპტი და სად შეიძლება ყველაზე კარგი ხინკლის ჭამა.

რატატუის ავტორები ვთანხმდებით, რომ ერთერთი მთავარი პირობა გულითა და სიყვარულით გაკეთებაა, როცა გინდა, რომ ვიღაცას შენი გაკეთებული მოეწონოს და თავი ბედნიერად იგრძნოს <3 თუმცა, რასაკვირველია, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიან ინგრედიენტებს გამოიყენებთ და ბოლოს – როგორ გარემოში, როგორი განწყობით, ვისთან და რასთან ერთად მიირთმევ.

ხინკალს სეზონი არ აქვს, არც დღისა და ღამის დრო. შეიძლება ზამთრის სუსხიან დღეს ხინკლის ოხშივარზე გაითბო გაყინული თითები, ან ზაფხულის ცხელი საღამო დაასრულო პილპილმოყრილი ხინკლით.

მართალია, ხინკალი მთის ხალხის საჭმელია, მაგრამ კახეთშიც ხშირად აკეთებენ. ამჯერად ჩემი კახელი ბაბოს რეცეპტს გაგიზიარებთ.

დავიწყოთ ხინკლი ცომით.

ხინკლის ცომისთვის დაგჭირდებათ:

1 კგ და 200 – 300 გრ ფქვილი (1 კგ ცომისთვის და დაარჩენი საფანელად)

0,5 ლ თბილ წყალში გახსნილი სუფრის კოვზი მარილი

1 ცალი კვერცხი (ცომი კარგად რომ შეიკრას)

გამზადებულ გუნდას ფქვილმოყრილ თასზე ვათავსებთ და ვდგამთ საყინულეში, სანამ ფარში მომზადდება.

ხინკლის ფარშისთვის საჭიროა:

1 კგ შერეული ძროხის და ღორის ხორცი (ჯობია, ძროხის უფრო მეტი იყოს)

3 საშუალო თავი ხახვი

2 ცალი მწვანე წიწაკა

პილპილი (ოღონდ მწვანე წიწაკაც თუ ცხარეა, ყურადღებით იყავით)

მარილი გემოვნებით

სუნელებიდან, ზოგჯერ ამატებენ ძირას, მწვანილიდან კი, ქინძს და ოხრახუშს, მაგრამ ჩვენი მასპინძელი ხინკალში მწვანილს არ ცნობს 🙂

(3) დაკეპილი მასა წყლით გავაზავოთ დაახლოებით იმ სისქემდე, რაც ფოტოზე ჩანს.

(4) შენახული ცომი ფქვილ მოყრილ დაფაზე  გავაბრტყელოთ დაახლოებით 1,5 სმ სისქეზე და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ჩვეულებრივი ღვინის ჭიქის საშუალებით, მუშტით ცოტა დავაბრტყელოთ და მივიყვანოთ საბოლოო კონდიციამდე.

მოხარშვისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

(1) წყალი რომ ადუღდება, მერე უნდა ჩაყაროთ მარილი;

(2) მარილწყალი ჯერ უნდა წამოდუღდეს, მხოლოდ მერე იყრება ხინკალი;

(3) ჩაყრილი ხინკალი ძირზე რომ არ მიეკრას, ქვაბი შეატრიალ-შემოატრიალეთ, ან, ხის კოვზით ამოურიეთ ფრთხილად;

(4) რომ წამოდუღდება და ხინკლები ამოტივტივდება, 10-12 წუთი აცადეთ ხარშვა.

მერე კი გემრიელად მიირთვით. უხდება ცივი ლუდი ან ცივი სასმელი <3

წყარო: http://ratatui.ge/babos-khinkali/