ბანანს რა უნდა ხინკალში ?

ინგრედიენტები

2-3 ცალი ბანანი

300 გრ. ფქვილი

60 მლ. წყალი + 8 .კ. ჩიას მარცვლებისთვის

2 ს.კ. ჩიას მარცვლები

მარილი

1 ლ. ზეთი გამოსაცხობად

ცომის მომზადების წესი:

ცომის მოზელამდე, 2 სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებს დაასხით 8 სუფრის კოვზი წყალი და 15 წუთით დაელოდეთ რომ შესქელდეს (შიგადაშიგ ურიეთ).

300 გრ. ფქვილი, მარილი, 60 მლ. წყალი და ჩია ერთმანეთში კარგად აზილეთ და იქამდე ზილეთ, სანამ ცომი დამუშავების დროს სამუშაო ზედაპირს აღარ მიეკრობა და ერთფეროვან, წებოვან და ფაფუკ ფაქტურას არ მიიღებს.

საბოლლოდ გააბრტყელეთ ცომი ისე როგორც ამას ხინკლის გაკეთების დროს აკეთებთ.

ხინკლის ცომზე თხელ, მრგვალ ფირფიტებად, ისეთი თხელი უნდა იყოს რომ შუქი გასდიოდეს.

ცომის შუა გულში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ბანანის ნაჭრები, მოაყარეთ ცოტა დარიჩინი და საშუალო ცეცხლზე, ზეთში მობრაწეთ.

გემრიელად მიირთვით

ძალიან უხდება მაღლიდან მოსხმული კომშის მურაბის წვენი 😊