აი სადმე რესტორანში ან სახინკლეში რომ ხართ და ჭამთ, ჭამთ, ჭამთ, მერე ჭამა უკვე შეუძლებელია, ამიტომ ხინკლები, ბადრიჯნები და ერთი-ორი ღერი კარტოფილი რჩება.
მერე სახლში მოდიხართ, გადის რამდენიმე საათი და ისევ გშივდებათ და იხსენებთ მაგიდაზე დარჩენილ საჭმელებს… და ოცნებობთ, ოცნებობთ და ნანობთ, რომ საერთოდ რამე დატოვეთ…
ა? არა? მარტო მე ვნანობ ხოლმე?
დღეს ვიყავი ბლოგერების მინიშეხვედრაზე ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის შემოსვლის აღსანიშნავად (რაც იქ არავის გაგვახსენდა, არც მე – მხოლოდ მწვადი მახსოვდა პრინციპში).
და სურათებს შორის, რომლებიც გადაიღეს, ერთ სურათს ვუყურებ ბოლო ნახევარი საათია დაშტერებული…
ვდებ [პარდონ წითელი თვალებიზა, არავის გეპრანჭებით მაინც] და მივმართავ დედაჩემს: – ჩემი 6 თვის თუ 9 თვის სურათი რომაა ბავშვობის სურათების ალბომში, ამოიღე, ჯერ ამას დახედე, მერე იმას და მითხარი – საერთოდ გავიზარდე???
წყარო: https://dodka.wordpress.com/2009/03/01/spring/