ხინკლის დეფინიცია

ხინკალი – თხელი ცომის ფირფიტებში გახვეული საქონლისა და ღორის ხორცის შერეული ფარში. იხარშება მარილიან წყალში ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. ხინკალი მთიელთა კერძად ითვლება, თუმცა იგი ბარის მოსახლეობაშიც არანაკლებ პოპულარულია. მთაში მას ცხვრის დაკეპილი ხორცისაგან ამზადებენ. მთაში ხინკალს ყველა დღესასწაულზე ამზადებენ. საუკეთესოდ ის ხინკალი ითვლება, რომელის ცომსაც უფრო მეტი ნაკეცი – “ნაოჭი” აქვს. ხინკალს, როგორც წესი, ლუდს აყოლებენ.