ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი – ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია https://fmgroup.ge/ მზარეულების კონსულტაციით
ინგრედიენტები ცომისთვის:
- ფქვილი – 300 გ (სასურველია უმაღლესი ხარისხის)
- წყალი – 120 მლ
- მარილი – 5 გ
ინგრედიენტები გულსართისთვის:
- საქონლის ხორცი – 90 გ
- ღორის ხორცი – 90 გ
- ხახვი – 30 გ
- დაღერღილი წიწაკა, პილპილი, კვლიავი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: დაასხით ფქვილს ცივი წყალი დააყარეთ მარილი და მოზილეთ რაც შეიძლება მაგარი ცომი. გამოშრობისგან დასაცავად შეფუთეთ და გააჩერეთ. 1 საათის შემდეგ ხელახლა გადაზილეთ, ისევ შეფუთეთ და ისევ გააჩერეთ. აღნიშნული პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ (მეტჯერ გამეორება უმჯობესია). იმისათვის, რომ მოესწროს ცომის რამდენჯერმე გადაზელვა უმჯობესია ცომი წინა საღამოს მომზადდეს ან დილას ადრე სასურველია, ასეთი პროცედურებით მომზადებული ცომი ელასტიკური და პრიალაა.
შემდეგი ეტაპი: გამზადებული ცომი გადმოიღეთ დაფაზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფირფიტად. შემდეგ ამოჭერით მრგვალ ფორმებად ამოჭერით და სათითაოდ გააბრტყელეთ. სასურველია, პატარა ფირფიტები სასურველია იყოს 1-2 მმ სისქის . ფირფიტაზე სათითაოდ დადეთ გულსართი, მოახვიეთ ქისისებურად და თავი მოუკარით.
გულსართის მომზადება: გულსართი მოამზადეთ წინასწარ (ცომის მოზელვამდე). ამისათვის საქონლისა და ღორის ხორცი ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (მსხვილ ბადეში) . დაამატეთ მარილი, პილპილი,კვლიავი, დაღერღილი წიწაკა და წყალი. ფარშის კარგად გასაფუებლად დავასხათ წყალი.
დამატებითი რჩევები: სასურველია, ხინკალი მოიხარშოს მარილწყალში.დიდი ზომის ფართო ქვაბში ხინკლები ჩაყარეთ ისე, რომ იყოს კუჭებით ქვემოთ, რადგან ქვაბის ძირს არ მიეკრას. ფრთხილად ამოურიეთ ხის კოვზით, რათა ხინკლები ერთმანეთს არ შეეწებოს. 7-10 წუთის ხარშვის შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.
წყარო: https://fursheti.blogspot.com/