პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები იკვლევენ ხინკლის წარმოშობის ისტორიას და მის მომზადებას, მირთმევის თავისებურებას. ადგენენ ხინკლის რეცეპტის წიგნს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ინტერნეტში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ სამზარეულოს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გამოიკვლევენ ხინკლის წარმოშობის ისტორიას,გაიგებენ რომელ კუთხეში როგორი ხინკალი მზადდება.შეისწავლიან, რა ინგრედიენტები ჭირდება მის მომზადებას. რამდენი სახისხინკალი არსებობს.შეისწავლიან, როგორ მიირთევენ სხვადასხვა კუთხეში ხინკალს. შექმნიან ხინკლის რეცეპტის წიგნს. შეაგროვებენ სურათებს.იღებენ ინტერვიუებს მშობლებისა და ახლობებისგან მისი მომზადების შესახებ. მოიძიებენ მასალებს ინტერნეტში.გადაიღებენ სურათებს.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პრიექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კვლევა.დისკუსია.დაეუფლებიან ინფორმაციის მოძიებას.ისწავლიან გუნდურ და წყვილებში მუშაობას. გააუმჯობესებენ ერთმანეთთან ურთიერთობას.ინტერნეტით მოიძიებენ რეცეპტებს. მოამზადებენ და მოხდება რეცეპტების გაცვლა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, ინტერნეტი,ვიდეო მასალა,ქართული სამზარეულოს რეცეპტების წიგნი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოიძიებენ ხინკლის რეცეპტებს,მონაწილეობს მთელი კლასი, ინაწილებენ ფუნქციებს.გააკეთებენ სხვადასხვა სახის ხინკალს. ბავშვები გაირღმავებენ კულინარიულ ცოდნას და უნარებს. გააკეთებენ გამოფენას.გადაიღებენ სურათებს და განათავსებენ ინტერნეტში.მოაწყობენ ექსკურსიებს კვების ობიექტებში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში,საინფორმაციოტექნოლოგიების გამოყენებაში და ხელოვნებაში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია ბარბაქაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:barbaqadzemzia@gmail.com
pp. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:barbaqadzemzia.blogspot.com