ხინკლის მომზადებას ვერავის ვასწავლი,ყველა დიასახლისს თავისი პროპორციები აქვს თუ როგორ მოამზადოს ის,მხოლოდ ახალბედა დისახალისებს რამდენიმე რჩევას შევთავაზებ, რომელიც იმედი მაქვს გამოადგებათ: ხინკლის ცომი აუცილებლად ზილეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ,დააყოვნეთ 20-30 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში-ასე ცომი ელასტიური გამოვა.რაც შეეხება ფარშს,იმისთვის რომ წვნიანი გამოვიდეს უნდა გავაზავოთ წყლით ან ბულიონით,სითხე უნდა დავამატოთ მანამ, სანამ ფარშში ჩარჭობილი კოვზი არ წაიქცევა,როგორც კი კოვზი თავს ვერ დაიჭერს -მეტი სითხე აღარ დაამატოთ,აქვე დავძენ,პელმენისთვის ფარშში სითხე უნდა დაამატოთ ,მაგრამ კოვზი თავს უნდა იჭერდეს (გადავუხვიე თემიდან ).როგორ დავამარილოთ ფარში? ეს კითხვა მაწუხებდა მუდამ (დიდი ხნის წინ
) სანამ არ გავარკვიე, რომ თურმე 0,5 კგ ფარშისათვის(უკვე შეზავებულ ფარშს ვგულისხმობ), ამზადებთ კოტლეტს, ხინკალს თუ ტოლმას,1 ჩ.კ. მარილი საკმარისია.მოკლედ ეს ჩემი გამოცდილებიდან
წყარო: https://luizaskulinary.files.wordpress.com/2015/03/sam_4132.jpg