ათენში ხინკალზე რიგები დგას

კაფე/საცხობი “ხინკალი და ხაჭაპური” ახალი ქართული ობიექტია რომელიც ახარნონის 189-ში გაიხსნა. ამ კვირას, 2 ივნისს, საღამოს 19:00 სთ-ზე Grand Opening-იც (ოფიციალური გახსნა) აქვთ და georgians.gr-ის მკითხველებს, მოგიწოდებთ, მიხვიდეთ, მიიყვანოთ თქვენი მეგობრები და გავსინჯოთ ყველამ ერთად ხინკალი და ხაჭაპური, ობიექტის მთავარი პროდუქტი.

ობიექტს აქვს მაგიდა სკამები შიგნით და გარეთ. შესაბამისად, დაგემოვნება შეიძლება ადგილზევე. ვისაც გსურთ რომ სახლიდან შეუკვეთოთ, ესაც შესაძლებელია! დელივერი მოემსახურება ობიექტის მომხმარებელს დილის 12:00 სთ-დან ღამის 21:00 მდე.

თუ სამსახურში ან სახლში მიიჩქარით, შეგიძლიათ კომფორტულად შეფუთული საკვები თან გაიყოლოთ. თუ ცხოვრობთ ან მუშაობთ ახარნონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ და უმოკლეს დროში მიირთვათ თქვენთვის სასურველი სასმელები და პურ-ფუნთუშეული.

ობიექტი ზრუნავს პროდუქციის და მომზადების უმაღლეს ხარისხზე, ეწვიეთ, თვალი ადევნეთ კერძების მომზადების სრულ პროცესს და თავად დარწმუნდით.

წყარო: https://georgians.gr/khinkali-da-khachapuri-axali-qartuli-kafe-sacxobi-athenelebs-moemsaxureba/