ხინკალი მხოლოდ ხორცით არ კეთდება. ეს ტრადიციული ქართული კერძი უგემრიელესი ნამცხვარიც შეიძლება იყოს.
ინგრედიენტები:
მარგანინი – 2 ცალი;
ვანილი – 1 ცალი;
ტყემლის ჯემი;
ქიშმიში – 1 შეკვრა
ფქვილი, საფუარი, შაქარი, მარილი, გათეთრებული თხილი.
მომზადების წესი:
ჯამზე კუბიკებად დავჭრად მარგანინი და გავადნოთ. მარგანინის გადნობამდე ჭიქაში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი საფუარი, დავასხათ 200 გრამი ნელ-თბილი წყალი და კარგად ავურიოთ. გავაჩეროთ სითბოში. საფუარი რომ ამოვა, ჩავასხათ გამდნარ და შეგრილებულ მარგანინის მასაში. ეს ყველაფერი მოვზილოთ და დროდადრო ჩავუმატოთ ფქვილი. ცომს ვზელთ ისე, რომ ცომი ხელზე არ მიგვეკროს და 1 საათი ვდებთ სიგრილეში. შემდეგ ცომს ვჭრით მუჭისტოლა გუნდებად და ვაწყობთ დაფაზე. გუნდებს ვაბრტყელებთ მრგვალ წრეებად, ვუსვამთ ტყემლის ჯემს, მოვაყრით დაჭრილს ქიშმიშს და თხილს და ვახვევთ ხინკალივით. შესაძლებელია ასევე პატარა გუნდები გავაბრტყელოდ მართკუთხედი ფორმის ნაჭრებად, წავუსვათ ჯემი, მოვაყაროთ დაჭრილი ქიშმიში და თხილი და გავკეცოთ კონვერტივით.
“ხინკალი” და “კონვერტები” დავაწყოთ სინზე და შევდოთ ჰაერღუმელში. როცა ნამცხვარი შეწითლდება, მზადაა. მირთმევამდე “ხინკალს” და “კონვერტებს” მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.