ხინკლის რეცეპტი პატარძლისაგან
xinklis recepti patarZlisagan
ინგრედიენტები ხინკლისათვის
—1 კგ სახინკლე ხორცი (შერეული )
—3-4 თავი სახინკლე ხახვი (ქართული წიტელი)
—3-4 კბილი ნიორი
—2 სუფრის კოვზი ძირა
—მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
—1,5 კგ ფქვილი
ხინკლის მომზადების წესი
1. ხინკლისათვის ხორცი გაატარეთ ცოტა მსხვილად, უფრო გემრიელი გამოდის.
—ხინკლის შიგთავსისათვის შეგიძლიათ საქონლის ხორცთან ერთად ღორის ხორციც შეურიოთ. თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული.
—ხინკლის ფარში შეაზავეთ გატარებული ხახვით და ნიორით, დაუმატეთ ძირა, თუ თქვენ თვითონ დაფქვავთ მარცვლოვან ძირას ან ჩანაყავთ უფრო გემრიელი იქნება.
—ხინკლის ფარშს თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ქონდარი. მარილი და შავი პილპილი .
—ხინკლის ფარშს დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის წყალი . 1 კგ ხორცზე 400-500 მლ.
—ხინკლის ფარში ძალიან არ გაათხელოთ, წყალი ზემოდან არ უნდა ჩანდეს იმდენი უნდა დაუმატოთ. მთაში არ უმატებენ მწვანილს ხინკლის ფარშს. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ
დაუმატოთ.
2. ხინკლის ფარშის გამზადების შემდეგ მოზელთ ცომს, ამასობაში ფარში კარგად შეზავდება.
—ხინკლის ცომი ჩვეულებრივად ცივი წყლით უნდა მოზილოთ, დაუმატოთ ცოტა მარილი.
—ხინკლის ცომი დიდხანს უნდა ზილოთ.
—შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი, ამოჭერით ჭიქით და გააბრტყელეთ. კარგ ხინკალში შიგთავსი უნდა ჩანდეს. ანუ სქელი არ უნდა იყოს შესახვევი ცომი.
—ბევრია დამოკიდებული ფქვილზე. თუ გამოცდილი არ გაქვთ ფქვილს როგორი წებოვნება აქვს, მაშინ ცომში დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი.
3. ლამაზად მოახვიეთ ხინკალი. მოხევურ ხინკალს პატარა კუჭები აქვს.
—ხინკალი მოხარშეთ ადუღებულ მარილიან წყალში. როცა ხინკალი ზევით ამოსვლას დაიწყებს ესე იგი უკვე მოხარშულია.
—ხინკლის ამოღების წინ ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და ხინკალს ამოიღებთ სუფთად, ქაფის გარეშე.
—ცივი ხინკალი შეგიძლიათ შეწვათ. ხინკლის შეწვა ღუმელში, ყველა მხრიდან ჯობია.
4. თუ ქმარმა არ მოგიწონათ ხინკალი გამოთქვით თქვენი მოსაზრებები დამაჯერებლად