ქართული სუფრა ვერასოდეს გახდებოდა პოპულარული ხინკლის გარეშე. ყოველი უცხოელი ტურისტი, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, სიამოვნებით დაბრუნდებოდა ისევ საქართველოში რომ ხინკალი ისევ დაეგემოვნებინა. ასე რო, ხინკალი ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია. მომზადების
მასალა:
- პურის ფქვილი – 600-700 გრ.
- წყალი – 1 ლ.
- ძროხის ხორცი – 300 გრ.
- ღორის ხორცი – 200 გრ.
- ხახვი – 200 გრ.
- შავი წიწაკა -1 ჩაის კოვზი
- მარილი – გემოვნებით
- წესები:
- წყლით ჩვეულებრივი, მაგარი ცომი მოვზილოთ და სპეციალური საგორავებლით მაგიდაზე გავათხელოთ. მრგვალი ფორმებით დავჭრათ თანატოლ ნაწილებად და ისევ გავაბრტყელოთ.
- ხორცსაკეპ მანქანაში 300 გრამი ძროხის და 200 გრამი ღორის ხორცი გავატაროთ. ასევე გავატაროთ 200 გრამი ხახვი და მიღებულ მასას 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და მარილი დავუმატოთ.
თითოეულ გაბრტყელებულ ცომზე 1 ჩაის კოვზი ხორცის მასა დავდოთ და შევუკრათ თავი შუა ადგილას. ცომი ისე უნდა შევკრათ, რომ არ დაიშალოს. კლასიკურ ხინკალს 33 ნაკეცი უკეთდება.
გამზადებული ხინკლები ადუღებულ, მარილიან წყალში ჩავყაროთ. როდესაც ზევით ამოტივტივდება და გაიბერება ის უკვე მოხარშულია.