ხინკალი არის წმინდათა წმინდა ქართული საჭმელი.
ხინკალი წარმოიშვა ფშავის, მთიულეთისა და ხევსურეთის რეგიონებში.
ხინკლის სახეობები იქედან გავრცელდა კავკასიის რეგიონის ბევრ სხვადასხვა მხარეში, შემდეგ მთელ მსოფლიოში.
მოვა დრო ქართული ხინკალი მთელ გალაქტიკაში გავრცელდება.
საქართველოში ხინკალი ისეთივე გავრცელებულია, როგორც პიცა ან ბურგერები დასავლეთში.
ხინკალი ივსება სხვადასხვა შიგთავსით, ძირითადად ცხარე ხორცით, მწვანილებით, ხახვითა და ნიორით.
სოკო, კარტოფილი ან ყველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხორცის მაგიერ, მაგრამ ხორცის ხინკალი ჯობია.
მთელ საქართველოში ხინკალის მრავალი სპეციალიზირებული რესტორანი არსებობს, სახელწოდებით “სახინკლე”.
ხინკლის მირთმევა საუკეთესოა ბაკალ ლუდთან და მეგობრებთან ერთად.
პაატა ხაბარელი. მე-6 კლასი.