როგორ წარიტაცეს მონგოლებმა ხინკალი ფშავიდან

როგორ წარიტაცეს მონგოლებმა ხინკალი ფშავიდან

მარსაგა პაპა იმ ხნისაა, სავარაუდოდ ამ ამბების შემსწრეცაა.
იგი გვიყვება:
მონგოლები რომ შემოიჭრნენ საქართველოში , მე-13 საუკუნეში ,ფშავშიც აუბრძოლიათ.
ფშაველების ხინკლაობას შესწრებიან და გაუშინჯავთ ფშაური ხინკალი .
გადარეული მაგათი ყაენი, ჩაუკვნეტია ხინკალზე თითები. სულ მაიტა, მაიტა ხინკალიო იძახდნენ თურმე.
ოღონდ ხინკლის რეცეპტი გვასწავლეთ და ხარკისგან დაგითხოვთ ფშავლებს, ხევსურებსა და მთიულებსო.
ამიტომაა ეგენი დღესაც არ უხდიან ხარკს მონგოლებს.

მონგოლებს  გაუვრცელებიათ ხინკლის რეცეპტი მთელ თავის იმპერიაში.
ჩინური მანტა ქართული ხინკლის ჩამომავალია. სახელიც მანტა , ცუდად გამოთქმული ქართული მაიტაა. 

ჩვენებური ხინკლის გამონგოლების ამბები , უტყუარი სომხური ხელნაწერებითაც დასტურდება.

ეხლა ხინკლის მომზადების ერთ-ერთი, ქალაქური  წესი

550 გრ. საქონლის ხორცი
150 გრ. ღორის ხორცი
100 გრ. ხახვი
20 გრ. ძირა
10 გრ. დაღერღილი წითელი წიწაკა
1 კგ. უმაღლესი  ფქვილი

ბიჯი 1

გემრიელი ხინკლის მოსამზადებლად ორი რამ არის გასათვალისწინებელი – სწორი ხორცის შერჩევა და სწორი ფქვილის შერჩევა.
სახინკლე ხორცი უნდა იყოს 70% ცხიმიანი საქონელი და 30% უცხიმო ღორი.
ამ ყველაფერს ემატება ხორცის წილის 20% ხახვი, ცხარე წიწაკა გემოვნებით.
თუ ხორცი არ არის მაღალი ხარისხის, შეგიძლია დაამატოთ ძირა. შეიძლება  მწვანილი.
ზოგი  არც ძირას უმატებს , მხოლოდ მარილი და ღერღილი წიწაკა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – ფარშის წყლით გაზავებაა. მას იმდენი წყალი უნდა დაამატოთ, რომ კოვზი ცოტათი იძირებოდეს
ბიჯი2
ხინკლის ცომი  უნდა იყოს მკვრივი.
ხინკლისათვის აუცილებლად გამოიყენეთ კარგი ხარისხის ფქვილი . პროპორცია დაახლოებით 1 კგ. ფქვილზე 250-300 მლ. წყალია.
ხინკლისათვის ცომი მოზილეთ ისე, რომ გახდეს ერთგვაროვანი და შემდეგ დაასვენეთ 10 წუთით. დარბილებული ცომი ისევ გადაზილეთ და დაასვენეთ კიდევ 5 წუთით.
ბიჯი 3
მიეცით ცომს ძეხვის ფორმა, ჩამოჭერით სასურველი ზომის რკალები და გააბრტყელეთ 1.5-2 მმ.-ის სისქეზე. მოათავსეთ გულში წვნიანი ფარში და მოახვიეთ. მთავარია არ გასკდეს და ხორცს შიგნით სივრცე ჰქონდეს, ნაკეცების გაკეთებას კი პრაქტიკა უნდა.
მოხვეულ ხინკალს მოაჭერით ზედმეტი კუჭი.
ბიჯი 4

ხინკალი მოხარშეთ მდუღარე, მარილიან წყალში.
ამოტივტივებული ხინკლები ხარშეთ კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ამოიღეთ ქვაბიდან და ცივი წყლის ქვეშ გაატარეთ, რომ ხინკლები ერთმანეთს არ მიეწებოს ..

ბიჯი 4

ისე მიირთვით წვენი არ დაგეღვაროთ ,