ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი, მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა).
ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.
მასალა:
ღორის ხორცი 1კგ.
ხახვი 5 თავი.
კვერცხი 1 ცალი.
მწვანილი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მასალა:
800 გრ. ღორის ხორცი.
2 ც. საშუალო ზომის სტაფილო.
1 დიდი თავი ხახვი.
450 გრ. წითელი.მშრალი ღვინო.
3-4 კბილი ნიორი.
400 გრ. ქამა სოკო.
2 ს/კ ფქვილი.
2 ს/კ ტომატ-პასტა.
1/2 ც. დაფნის ფოთოლი.
1/4 ჩ/კ კვლიავი.
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით ზეთში. შემწვარი ხორცი გადაიღეთ ქვაბში. იმავე ტაფაზე 3-4 წუთის განმავლობაში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოთკუთხედებად დაჭრილი სტაფილო და ხახვი.
1 წუთში ერთხელ, თითო-თითო დაუმატეთ და მოდაღეთ ჯერ ფქვილი, შემდეგ ტომატ-პასტა, ღვინო, ერთად ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი, კვლიავი, პილპილი, მარილი და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში ხორცთან, შედგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ციცხლი, დაფარეთ ქვაბს სახურავი და ხარშეთ დაახლოებით 1 საათი (ძროხის ხორცი – 1,5-2 სთ.).
სანამ ხორცი იხარშება, ტაფაზე ზეთზე შეწვიოთ ოთხად გაჭრილი სოკო, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მანამ, სანამ სოკო არ დარბილდება და სითხე არ აორთქლდება.
შემწვარი სოკო ჩაუშვით ქვაბში ხორცთან, ამოურიეთ და სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ოხრახუში.
წყარო: https://legion.ge/topic/1427-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/#entry18659