დღევანდელი ბლოგ-შეხვედრის რეზიუმე:
1. ხინკალი კარგი იყო, აი ქაბაბი – რატომღაც გააფუჭეს შარაგულში.
2. Rocko ქალებში ძალიან პოპულარულია, გადაიბრდღვნა ყველამ მის გვერდით ჯდომაზე ვენები 😀 ჯერ არ ვიცით, არის თუ არა ეს ბრდღვნა რაიმე კავშირში მის მიერ დაკლებულ 25 კილოგრამთან.
3. კიბორგა არის ასოციალური – ვეჭვობ იმიტომ, რომ ვერსად ახერხებს ჩააკვეხოს გრძეეეეეელი კომენტარი თემიდან უამრავჯერ გადახვევით.
და მთავარი:
4. ბლოგერების შეხვედრა ხინკალზე – ზოგადად ცუდი იდეაა. საერთოდ, ხინკალზე და ყველანაირ საჭმელზე 5 კაცზე მეტი როდესაც ხვდება ერთმანეთს, ის შეხვედრა უკვე შეხვედრა აღარ არის. ჯერ ეს ერთი, გაწელილი მაგიდა და ერთი ბოლოდან მეორეში – ან თუნდაც ერთი სკამის იქით ურთიერთობის შეუძლებლობა. მეორეც – ხომ ვართ არა “პროგრესული ახალგაზრდები”, აქტიურად ვილაშქრებთ გურჯული მარაზმების წინააღმდეგ და ბლოგერი არ მეგულება, ერთხელ მაინც რომ არ ჰქონდეს ქართული “ქეიფების” საწინააღმდეგოდ გრძელი და კრიტიკის ქარცეცხლით აღსავსე პოსტი დაწერილი. ჩვენ არ ვსვამთ ბევრს და საცივში არ ვდებთ სახეს – მაგრამ მაინც წინ ერთი ტონა საჭმელი უნდა გვეყაროს, რომ ურთიერთობა შედგეს – სანამ ამ საჭმელს მოიტანენ, შიგადაშიგ “სად არიან, გვშია”-ს წუწუნით, მერე აქტიურად ჭამით [პირადად მე ამ დროს მიუწვდომელი ვხდები], შემდეგ კარგად დანაყრებულზე კიდევ გვეძინება და ურთიერთობის სურვილიც სადღაც ნოლს უკაკუნებს.
ბლოგერები უნდა ვიკრიბებოდეთ სადმე ცარიელ ოთახში, სადაც მაქსიმუმ მხოლოდ ყავა და ჩაი შეიძლება დალიო, უნდა ვიჯდეთ, ვლაპარაკობდეთ და ვშობდეთ გენიალურ იდეებს შემდეგი პოსტებისთვის, უნდა ვუთანხმდებოდეთ ერთმანეთს guest poster-ობაზე, ვგეგმავდეთ ჯაჭვურ პოსტებს და ათასი უმსგავსო აზრი გვებადებოდეს. და ამ ყველაფრისგან ჩვენი ბლოგები სულ ოდნავ უკეთესი უნდა ხდებოდეს.
მე პირადად დღეს გავერთე, იმიტომ, რომ 90% ჩემი real life მეგობრები იყვნენ, მაგრამ “ბლოგერების შეხვედრა” – ცოტა სხვა დატვირთვის უნდა იყოს იმჰო, თორემ ასეთი “ბიგმაკი ვჭამოთ” ან “წამო ხინკალზე” – მე პირადად აღარ მაინტერესებს, მეგობრებთან ერთად ისედაც საკმარისად ვითვისებ უამრავ არც ისე საჭირო კალორიას.
მოკლედ, ამ შეხვედრის მერე თავში სრულიად ნათლად მაქვს, როგორი არ უნდა იყოს, და შესაბამისად – როგორი უნდა იყოს ბლოგერების შეხვედრები. ამიტომ შევეცდები უახლოესი პერიოდის განმავლობაში გავაკეთო ერთი საინტერესო workshop-ის ხასიათის “ბლოგერული სხოდკის” ორგანიზება. შეხვედრის ადგილის რამდენიმე ვარიანტია, რომლებსაც დავაზუსტებ.
მანამდე ჩავატარებ მოკლე გამოკითხვის სახით და გავიგებ თქვენს ჰაზრებსაც, პრინციპში აქაც თუ დაწერთ – ურიგო არ იქნება – როგორი წარმოგიდგენიათ პირადად თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო ბლოგერული სხოდკა, რა თემატიკა უნდა იყოს, როგორი ფორმატი და ა.შ.