ინგრედიენტები:
ცომისთვის:
მაწონი 0,5ლ
არაჟანი 1ს/კ
ფქვილი 500გრ
კვერცხი 1ც
საფუარი – 1ჩ/კ
მარილი
გულსართისთვის:
ლობიო(უმი) 500გრ
ხახვი 1ც
ხმელი რეჰანი 1მწიკვი
ხმელი სუნელები
ზეთი
წითელი დაფქული წიწაკა
კარაქი 70გრ
მომზადების წესი:
ფქვილს ავურიოთ მარილი და საფუარი+მაწონი(თბილი)+არაჟანი+კვერცხი მოვზილოთ ცომი.
დავისხათ ხელის გულზე ზეთი და შევაზილოთ ცომს. კიდევ ერთხელ გადავზილოთ ცომი და დავდგათ გასაფუებლად, თავი რომ არ გამუშრეს მოვუსვათ ცხიმი.
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ. დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად.
ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ, როგორც კი გადმოვიღებთ გაზიდან მაშინვე დავამატოთ სუნელები.
როცა ლობიო მოიხარშება დავამატოთ მარილი, წიწაკა, მოთუშული ხახვი და სუნელები + 60-70გრ კარაქი.
შემდეგ ლობიო დავჭყლიტოთ სპეც საჭყლეტით, ან კოვზით ან დავაბლენდეროთ და გავაციოთ.
როცა ცომი ამოვა გავყოთ 6-7 ნაწილად, იმის მიხედვით თუ რამხელა ლობიანები გვინდა.
გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი, მოვაგროვოთ ცომი ხელში, მოვუკრათ თავი და კიდევ ერთხელ გავაბრტყელოთ, სასურველია ხელებით რომ არ დაიხეს ცომი და ზუსტი წრე გამოგვივიდეს.
გავახუროთ ღუმელი ან ტაფა და გამოვაცხოთ ლობიანი. თუ ტაფაზე აცხობთ დაგჭირდებათ ზეთი, ხოლო თუ ღუმელში შეგიძლიათ ჟარონას მაყაროთ ფქვილი და გამოაცხოთ ზეთის გარეშე, მაგრამ თუ ღუმელში აცხობთ დაგჭირდებათ კვერცხის გული+არაჟანი თავზე მოსასმელად.
მზა ლობიანს მოვუსვათ ზედ კარაქი ორივე მხრიდან რომ კარგად დარბილდეს.