ამ სალათის შემადგენლობაში შედის შემდეგი ინგრედიენტები:
300 გ თეთრი ლობიო;
200 გრ დაკონსერვებული თევზის ფილე
3 ღერი მწვანე ხახვი;
120 მლ ზეითუნის ზეთი;
1 ლიმონი;
ოხრახუში, მარილი, წიწაკა გემოვნებით.
დაკონსერვებულ თევზის ფილეს მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი და ჩანგლით გაწეწეთ, დაუმატეთ ლობიო, დაჭრილი ხახვი და მწვანილი. სოუსისთვის ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, ლიმონის წვენი, სანელებლები და მოასხით სალათს.