ლობიოს სალათი მჟავე კიტრით და ჭარხლით

იმისათვის, რომ ეს დაბალკალორიული და მარტივი სალათი მოამზადოთ, გჭირდებათ:

200 გრამი წითელი ლობიო;

1 ჭარხალი;

3 მჟავე კიტრი;

1 ხახვი;

2 კბილი ნიორი;

ზეითუნის ზეთი 4 ს/კ

ოხრახუში, მარილი, წიწაკა გემოვნებით.

ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ ცოტა ცხიმში. გახეხეთ უმი ჭარხალი და შეურიეთ ხახვს. რამოდენიმე  წუთით მაღალ ცეცხლზე მოშუშეთ და გადმოდგით. კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად. ღრმა კონტეინერში აურიეთ ბოსტნეული, ლობიო, მწვანილი, სანელებლები და ზეითუნის ზეთი.