ლობიოს მარცვლებით მრავალგვარი სალათის მომზადება არის შესაძლებელი. ამ რეცეპტში მცირე ცვლილების შეტანით შეგიძლიათ კერძი სამარხვო გახადოთ, რაც აგვისტოს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში აქტუალური იქნება. მომავალშიც შევეცდები, რომ უფრო მეტი სამარხვო კერძის რეცეპტი შემოგთავაზოთ. მაშ ასე:
ინგრედიენტები:
მოხარშული ლობიო – 250 გრ
ჭარხალი – 1 თავი
სტაფილო – 1 თავი
ბეკონი – 100 გრ
მაიონეზი – 200 გრ
ქინძი
მარილი
შავი წიწაკა
მომზადების წესი:
ბოსტნეული გავხეხოთ სახეხზე და ლობიოსთან ერთად გადავიტანოთ სასალათეში. ბეკონი დავჭრათ და ტაფაზე თავისივე ცხიმში მოვშუშოთ, შემდეგ შევაგრილოთ და დავუმატოთ სალათას. ქინძი დავჭრათ წვრილად და მაიონეზთან ერთად შევურიოთ სალათს, დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.