ლობიო ბოსტნეულით

მოვხარშოთ ლობიო,ცალკე ქვაბში მოვშუშოთ თანმიმდევრობით ჯერ ხახვი,შემდეგ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ბულგარული წიწაკა,ტომატ-პასტა ან დაკონსერვებული პოიდორი,შემდეგ დავუმატოთ მოხარშული და დაჭყლეტილი ლობიო (მე მიყვარს, როცა მარცვლების ნაწილი მთელია,ნაწილი კი დასრესილი) გავაზავოთ ლობიოს ნახარშით სასურველ კონსისტენციამდე.შევანელოთ მწვანილებით (ქინძი,ოხრახუში,ნიახური) დავუმატოთ ხმელი სუნელები, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

საჭიროა:ხმელი ლობიო,ზეთი,ხახვი, სტაფილო,ბულგარული წიწაკა,ტომატ-პასტა ან პომიდვრის კონსერვი,მწვანილი,მარილი,წიწაკა,ხმელი სანელებლები.