მწვანე ლობიო კაკლითა და პომიდვრით

გურმანები დამეთანხმებიან, რომ მწვანე ლობიოს მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, თუმცა, მწვანე ლობიო ნიგვზითა და პომიდვრით, არსებულ ვარიანტებს შორის, ვფიქრობ, საუკეთესოა.

დაგჭირდებათ :

  1.  მწვანე ლობიოს ვხარშავთ მანამ, სანამ მისი კანი საკმარისად არ დარბილდება;
  2. მოხარშვის შემდეგ გადმოვიღებთ საწურზე და დავკეპავთ;
  3. წითელ პომიდვრებს გავაცლით კანს, მოვათავსებთ ბლენდერში ნიგოზსა და წინასწარ დანაყულ ნიორთან ერთად;
  4. წვრილად დაჭრილ ხახვს მოვთუშავთ ზეთთან ერთად;
  5. მოთუშულ ხახვს დავამატებთ პომიდვრის მასას, დაჭრილ მწვანილებსა და სუნელებს.
  6. მიღებულ მასას ვადუღებთ 1-2 წუთის განმავლობაში და დავამატებთ დაკეპილ მწვანე ლობიოს;
  7. ვურევთ მანამ, სანამ მწვანე ლობიოსა და პომიდვრის მასა კარგად არ შეერევა ერთმანეთს;
  8. ვამატებთ მარილს გემოვნებით;

არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი კერძის მომზადების მთავარი საიდუმლო კარგი განწყობაა !!!

გემრიელად მიირთვით !