როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული ლობიანი და რომელი ღვინო შეეხამება მას?

ინგრედიენტები:
  • წითელი ლობიო – 400 – 500 გ
  • გულსართისთვის
  • შაქარი – 1 ჩ.კ
  • ზეთი – 2-3 .კ
  • მარილი
  • ფქვილი – 1 კგ
  • მშრალი საფუარი – 2 ს.კ
  • კვერცხი – 1
  • წყალი – 2 ჭ
  • ლორი – 250 გ
  • მარილი და წიწაკა
ლობიო მოვხარშოთ ლორთან ერთად, შემდეგ გადავწუროთ, ლობიოს სურვილისამებრ გავაცალოთ კანი (შეგვიძლია გამოვიყენოთ კანიანადაც), დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ლორი და შევაზაოთ მარილითა და პილპილით. მომზადებული გულსართი კარგად ჩავზილოთ.
2 ჭიქა ფქვილში ავურიოთ საფუარი, 1 ჩ.კ. შაქარი და დავასხათ თბილი წყალი. მასას დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და ზეთი. მოვზილოთ ნაზი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ცომი დავყოთ 5 ნაწილად, გადავანაწილოთ გულსართი და გამოვაცხოთ ხაჭაპურივით. გამომცხვარ ლობიანებს ზემოდან წავუსვათ ლორის პატარა ქინიანი ნაჭერი.
რაჭულ ლორიან ლობიანთან სასურველია, თუ დავიცავთ კერძისა და ღვინის “კუთხურობას” და რაჭულსავე ხვანჭკარას შევახამებთ. სხვათა შორის, ეს “კუთხურობა” შემთხვევით არ გვითქვამს, რადგან  საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ კერძებს სწორედ ადგილობრივ  ღვინოებს  უხამებენ  ხოლმე.