ალბათ ბევრი დიასახლისი ამზადებს სომხური ლავაშით სხვადასხვა ღვეზელს,ეს არა მარტო მარტივი და მოსახერხებელია,არამედ საკმაოდ გემრიელი ნამზადიჩ გამოდის.
მოვამზადოთ ლობიანის გულსართი ჩვეულებრივი წესით ,გავშალოთ სომხური ლავაშის ერთი ფენა და წავუსვათ გამდნარი მარგარინი.
გადავკეცოთ შუაზე და გადაკეცილ მხარესაც წავუსავთ მარგარინი ,მოვათავსოთ მომზადებული ლობიო ლავაშის ერთ ბოლოზე და გადავახვიოთ.
გამზადებულ ხვეულებს ზემოდანაც გადავუსვათ მარგარინი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
P.S. ახლა ტარხუნის სეზონია გაჩაღებული და ტარხუნის ღვეზელიც უგემრიელესი ცხვება ამ მეთოდით