ხაჭაპური და ლობიანი
ცომი:
6 კვერცხი ავთქვიფოთ ოდნავ, დავუმატოთ 1ლიტრა მაწონში არეული 2 ჩაის კოვზი სოდა(მაწონი უმჯობესია სოფლის იყოს),+მარგარინი გამდნარი(მაგრამ არა ცხელი),+ პურის ფქვილი, იმდენი რომ ჩვილი ცომი მოვზილოთ, ცომი არ უნდა ეკვროდეს ჯამს,ზემოდან დააფარეთ ცელოფანი ან ფოლგა და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით დაასვენეთ. შემდეგ კი გამოაცხვეთ გინდ ლობიანი გინდ ხაჭაპური,შეგიძლიათ ცომი მაცივარში შეინახოთ და მეორე დღისით გამოიყენოთ
გულსართი -ლობიანისთვის:
ლობიოს გადაუწუროთ პირველი ნახარში წყალი,როდესაცმოიხარშება გადავწუროთ,გავატაროთ +ზეთში მომწვარი ხახვი+მარილი,სუნელები
გულსართი ხაჭაპურისთვის: ყველი დაფხვენით;
თავზე მოსასმელად: ცალკე 2 ცალი კვერცხი კოვზით ავთქვიფოთ
გამოცხობა:
ცომი გავყოთ 6 ნაწილად,ავიღოთ ერთი გუნდა ჩავდოთ გული და გავაბრტყელოთ თბილ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე/ჟარონაზე (აუცილებლად ჟარონაზე გაააბრტყელეთ და არა მაგიდაზე)ზემოდან გადაუსვით კვერცხი და შედგით ღუმელში 200გრადუსზე