სანტექნიკი გამოძახებით ? – დარწმუნდით რომ გჭირდებათ
სანტექნიკი გამოძახებით – იქნებ თქვენვე შეძლოთ პრობლემასთან გამკლავება
თანამედროვე ადამიანების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია სანტექნიკოსის სამუშაო.
ხშირად ჩვენ დამოუკიდებლად ვცდილობთ გადავჭრათ სანტექნიკასთან დაკავშირებული არასასურველ დროს აღმოცენებული პრობლემები, მაგრამ ყოველთვის და ყველასთვის არ არის შესაძლებელი მათი მოგვარება.
ამ დროს კი გვიწევს ვისარგებლოთ სპეციალისტების ფასიანი მომსახურებით, რომლებიც მოკლე დროში აღმოფხვრიან ჩვენს პრობლემას და ვრეკავთ 579 76 72 78 .
სპეციალისტებისთვის მიმართვა ყოველთვის არ არის საჭირო.
ბევრს შეუძლია დამოუკიდებლად გამოასწოროს სანტექნიკურ მოწყობილობებში წარმოქმნილი გაუმართაობა.
რამდენიმე მარტივი რჩევა
- მილების გაჭედვა – მათ გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ ფოლადის ზამბარიანი ტროსი, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არასაჭირო საშხაპე მილი, რომელიც გაუმკლავდება ამ პრობლემას. იდეალურ მდგომარეობაში გაჭედვა საერთოდ არ უნდა მოხდეს. მილების გაწმენდა – ეს არის მხოლოდ საშუალება, რომელსაც მიმართავენ მარტივი პროფილაქტიკური პროცედურების დაუცველობის გამო განვითარებული შედეგების გამო.
- გაჭედვების პროფილაქტიკისთვის შეიძლება და საჭიროა სპეციალური გამწმენდი ხსნარების გამოყენება. ისინი პრობლემას აგვარებენ მათ შემადგენლობაში შემავალი კაუსტიკური სოდის დახმარებით. ის არ აძლევს ჭუჭყსა და ცხიმს დაგუბების საშუალებას. მათი გამოყენებისთვის არ არის საჭირო ბევრი დრო, აუცილებელია მხოლოდ ჩაასხათ ხსნარი ნიჟარაში ან აბაზანაში და დააყოვნეთ რამდენიმე საათი. შემდეგ ჩარეცხეთ ეს ყველაფერი ცივი წყლით რამდენიმე წუთით. ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს არ დაგავიწყდეთ საკუთარი უსაფრთხოება და ჰიგიენა.
- ხშირად წყლის მილებში წარმოიქმნება ჰაეროვანი საცობები, რომლებიც დაკავშირებულია გაჭედვასთან. მათთან გამკლავება შესაძლებელია ვატუზის საშუალებით, რომელიც ასევე ყველა სახლში მოიპოვება. თუ არ გაქვთ ვანტუზი, შეგიძლიათ გამოიყენოთ პოროლონის ღრუბელი, რომელიც რამდენჯერმე უნდა მიაჭიროთ წყლის დაგროვების ადგილს. შედეგად აღმოფხვრით საცობს და უზრუნველყოფთ წყლის სწრაფ გამავლობას.
- უნიტაზის რეზერვუარიდან ჟონვა – მასში ყოველთვის დამონტაჟებულია 2 მექნიზმი: წყლის ჩარეცხვა და მიწოდება. თუ პრობლემა ჩარეცხვის მექანიზმშია და აუცილებელია მისი გამოცვლა, მოგიწევთ რეზერვუარის მთლიანად შეცვლა. თუ რეზინის ტივტივას გაუჩნდა ნახვრეტები, ამ საკითხის მოგვარება საკმაოდ მარტივია: აუცილებლად დაცალეთ წყლისგან მთლიანად და ტივტივა გაახვიეთ პარკში, რომელიც მჭიდროდ უნდა დააწებოთ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ტივტივას ბალანსის დარეგულირება არ შეუძლია საკუთარის საქმის სპეციალისტსაც კი. ასეთ შემთხვევაში ტივტივა მთლიანად უნდა გამოცვალოთ ან მის ადგილას დააყენოთ პენოპლასტი. თუ წყალი უწყვეტად მოდის, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს მილების შეერთებებს (რომლებიც უნდა გამოცვალოთ) ან გადინების ადგილას მოწყობილობა არასწორადაა დამონტაჟებული.
- ონკანებიდან ჟონვა – ხშირად ვხვდებით ონკანიდან ჟონვის პრობლემას. ამი მიზეზია რეზინის ჩამკეტი ფირფიტა, რომელიც განთავსებულია ონკანის მბრუნავ მექანიზმში. ეს ნაწილი არ არის მუდმივი და საკმაოდ სწრაფად ცვდება. არსებობს შეკეთების რამდენიმე ვარიანტი: შეიძლება ამ რგოლის მთლიანად შეცვლა, შეიძლება მისი მოხსნა და მის ქვეშ მსხვილი ძაფების შემოხვევა, შემდეგ კი რგოლის კვლავ გაკეთება. ფირფიტის გაკეთება ხელითაც შეგიძლიათ. ამის გამოიყენეთ საბურავის გვერდითა ნაწილი. თუმცა, მაინც გირჩევთ შეიძინოთ და მოიმარაგოთ სხვადასხვა ფირფიტები სანტექნიკის მაღაზიიდან.
სანტექნიკური ინსტრუმენტების პრობლემა
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყოველდღიური ნივთების უმრავლესობის გამოყენება შეიძლება სანტექნიკის შესაკეთებლად. მაგალითად, ჩვეულებრივმა საღეჭმა რეზინმა შეიძლება შეასრულოს ჰერმეტულად დამცავის როლი. მილების გახეთქვის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო სასკოლო საშლელი, დაზიანებულ ადგილას მოათავსეთ ის, მიამაგრეთ საბურავი მაგრად.რა თქმა უნდა, ერთი სტატია ვერ გაგაცნობთ სანტექნიკური რემონტის ყველა წვრილმანს. ასევე, არსებობს სხვადასხვა სიტუაციები და ბევრი უნიკალური შემთხვევა. თუ გადაწყვეტთ დამოუკიდებლად შეკეთებას, შეუძლებელი არაფერია. შეგიძლიათ საჭირო გადაწყვეტა მოძებნოთ სოციალურ ქსელში ან ინტერნეტში.