ინგრედიენტები
- მარილი
- შაქარი – 4 ჩ.კ
- პამიდვრის წვენი – 110 მლ
- ისპანახის წვენი – 110 მლ
- ჭარხლის წვენი – 110 მლ
- ფქვილი – 1 კგ
- წყალი – 110 მლ
მომზადების წესები
ბოსტნეული ან ბლენდერში დავაქუცმაცოთ და მარლაში გამოვწუროთ, ან წვენსაწურში გავატაროთ. შეგვიძლია ცოტა წყალიც გავამატოთ.
წყლისა და წვენის თითოეული ჭიქაში 1 ჩ.კ შაქარი და 1/4 მშრალი საფუარი ჩავამატოთ. თითოეული წვენისთვის ვიღებთ 250 გ ფქვილს და მარილს. მოვზილოთ და გასაფუებლად დავდგათ. სასურველია, აფუებული ცომი მეორედაც გადავზილოთ ზეთიანი ხელებით. ხელახალი ამოფუების შემდეგ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში მონაცვლეობით გადავიტანოთ. შეგვიძლია ჩავწნათ ან რულეტივით გადავახვიოთ სხვადასხვა ფერი ერთად.
ვაცხობთ 230 გრადუსზე 40-50 წუთი. მზა პური გავაციოთ, დავჭრათ და გემრიელად მივირთვათ.