აზიური ხვეული პურები

ინგრედიენტები

  • მარილი – 1 ჩ.კ
  • შაქარი – 2 .კ
  • ფქვილი – 550 გ
  • კვერცხი – 1 + 1 კვერცხის ცილა
  • ზეითუნის ზეთი – 100 მლ
  • რძე – 300 მლ, თბილი
  • საფუარი – 1 ს.კ
  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად – 1
  • სეზამის მარცვლები
  • გამდნარი კარაქი – 50 გ
მომზადების წესები
ცომის ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და ვზილოთ სანამ ერთგავროვან, ელასტიურ ცომს არ მივიღებთ. დავასვენოთ 1 საათი.

ცომი გავყოთ 10 ნაწილად, გავაბრტყელოთ ოვალური ფორმით და დავჭრათ 1 სმ ზოლებად, სიგრძეზე. გადავუსვათ გამდნარი კარაქი და რულეტივით გადავახვიოთ, მაგრამ ირიბად.
შემდეგ კიდევ ერთხელ მრგვალად გადავახვიოთ.

ტაფაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და დავალაგოთ პურები, ტავზე ტილო დავაფაროთ და 40 წუთი დავტოვოთ ამოსაფუებლად. შემდეგ კვერცის გული გადავუსვათ, სეზამის მარცვლები მოვაყაროთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ სანამ ფერს არ შეიცვლის.