ბანანის პური

ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი რეცეპტია. ისეთი მარტივია, ამავდროულად უგემრიელესი და სავსე ნუტრიენტებით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დესერტი ან საუზმე, ასევე კარგი წასახემსებელი ვარიანტია. რა თქმა უნდა რაფინირებული ინგრედიენტებისგან თავისუფლი და აბსოლიტურად ჯანმრთელი.

გამოდის ერთი თავი პური

ინგრედიენტები:

– 5 ძალიან მწიფე ბანანი
– 1 ჭიქა ნუში
– 2 ჭიქა ნიგოზი ან pecans
– 1 ჭიქა წიწიბურას ან ყავისფერი ბრინჯის ფქვილი (თუ ვერ იშოვით გამოიყენეთ ჩვეულებრივი პურის ფქვილი. მაგრამ გახსოვდეთ რომ ჩვეულებრივი პურის ფქვილი არც თუ ისე ჯანმრთელია)
– 1/2 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი ან ნებისმერი სხვა ნატურალური დამატკბობელი
– 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
– 2 სუფრის კოვზი Chia Seeds

მომზადების წესი:

მოათავსეთ ნუში და ნიგოზი ან pecans ბლენდერში და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ფქვილისებურ მასას (საშუალოდ 30 წამი). გადმოათავისუფლეთ თასში და დაუმატეთ წიწიბურას ან ყავისფერი ბრინჯის ფქვილი, დარიჩინი, ნეკერჩხლის სიროფი და Chia Seeds. კარგად აურიეთ.

გაფცქვენით ბანანი და ცალკე თეფშზე დაჭყლიტეთ ისე რომ პიურეს მაგვარი ტექსტურა ქონდეს, დაუმატეთ ის პურის მასას და კარგად აზილეთ ხელით. მასა ამ ეტაპზე უნდა იყოს წებოვანი.

გააცხელეთ ღუმელი 150C ზე. პურის ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, მოათავსეთ შინგით მასა, მოუსწორეთ ზედაპირი და გამოსაცხეთ საშუალოდ 1 საათი და 10 წუთი.