დარიჩინიანი ტკბილი პური

ინგრედიენტები

  • შაქარი – 150 გ
  • გულსართისთვის:
  • ვანილი
  • წყალი – 60 მლ
  • მარილი – 1/2 ჩ.კ
  • საფუარი – 2.5 ჩ.კ
  • კვერცხი – 2
  • რძე – 80 მლ
  • კარაქი – 60 გ
  • შაქარი – 50 გ
  • ფქვილი – 385 გ
  • დარიჩინი – 2 ჩ.კ
  • კარაქი – 60 გ
მომზადების წესები
ღრმა თასში ერთმანეთს შეურიეთ 280 გ ფქვილი, საფუარი, შაქარი და მარილი. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი. რძე გააცხელეთ და ჩაადნეთ კარაქი, ჩაამატეთ წყალი და ვანილი.
ჩაასხით რძიანი სითხე ფქვილში და დაიწყეთ ცომის მოზელა, დაამატეთ კვერცხი, შემდეგ კი დარჩენილი ფქვილი შეამატეთ.
დადგით თბილ ადგილას. როცა ზომაში გაორმაგდება, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და მართკუთხა ფორმით გააბრტყელეთ 30სმ*50 სმ-ზე.
მოამზადეთ დარიჩინიანი გულსართი: კარაქი გაადნეთ, შაქარი და დარიჩინი ერთმანეთში აურიეთ. ცომს ფუნჯით წაუსვით კარაქი,  მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი.
ცომი სიგრძეზე დაჭერით 6 თანაბარი ზომის ლენტად და ერთმანეთზე დაადეთ, შემდეგ კვლავ 6 თანაბარ ნაწილად გაჭერით.
ჩაალაგეთ ცომის ნაჭრები ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ვერტიკალურად (ფორმის ზომა: 22*12*8 სმ)
გადააფარეთ თავზე ტილო და აცალეთ ამოფუება 30 წუთი.
გამოაცხეთ 175 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს