ექსპრეს პიცა პურის ბაზაზე – ნოყიერი საუზმე მთელი ოჯახისთვის

ინგრედიენტები

  • პური – 8 ნაჭერი
  • პამიდორი – 1 ც
  • ბულგარული წიწაკა – 1 ც
  • ძეხვი ან ლორი – 80-100 გ
  • ყველი (მაგარი სახეობის) – 80-100 გ
  • მაიონეზი – 2 სკ
  • მარილი – გემოვნებით
მომზადების წესები

პამიდორი, ძეხვი, ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბებად.

ყველი გახეხეთ.

ამ ყველაფერს მაიონეზი დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. ბოლოს მარილი მოაფრქვიეთ და პურის ნაჭრებზე გადაანაწილეთ.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 8-10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!