თურქული პური ტაფაზე – მარტივი, სწრაფი და გემრიელია

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 500 გ
  • თბილი რძე – 150 მლ
  • თბილი წყალი – 150 მლ
  • მარილი – 1 სკ
  • მშრალი საფუარი – 2 სკ
  • ზეითუნის ზეთი – 3 სკ
მომზადების წესები

ფქვილს დაუმატეთ მარილი, საფუარი და ამოურიეთ. ცენტრში დაასხით წყალი, რძე და ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და მოზილეთ ცომი. თავზეც გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ თავზე და დააყოვნეთ 1 საათით.

ცომი გაყავით 6 ნაწილად, დაამრგვალეთ, ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. ხშირ-ხშირად გადაატრიალეთ.

გემრიელად მიირთვით!