ინგრედიენტები
- ფქვილი – 400 გ
- მარილი
- მშრალი საფუარი – 7 გ
- თბილი წყალი – 200 მლ
- ზეითუნის ზეთი – 60 მლ
- კამის თესლი და მარილი – ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესები
ფქვილი, მარილი და საფუარი ავურიოთ. დავასხათ თბილი წყალი და ნელ-ნელა ვუმატოთ ზეითუნის ზეთი. თან ვზილოთ
ცომი. 10 წთ-ის შემდეგ გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და დავდგათ 2 სთ. ასაფუებლად. ცომი გადავიტანოთ საცხობ
დაფაზე, გავუკეთოთ ჩარღმავებები და მოვაყაროთ მარილი და კამის თესლი. გავაჩეროთ ასე 20 წთ. შემდეგ გამოვაცხოთ 220
გრადუსზე 15 წთ.