პურის რგოლები ლორითა და ყველით

ინგრედიენტები

  • საფანელი – 1/2 ჭიქა
  • კვერცხი – 2
  • ტკბილი წიწაკა, წითელი – 1
  • ყველი – 90 გ
  • ლორი – 120 გ
  • პურის ნაჭერი – 8
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
შევარჩიოთ დიდი ზომის აგური პური. დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ქერქი მოვაცილოთ. პურის ნაჭრები კარგად გავაბრტყელოთ ხელის გულით და ცომის საბრტყელებლით.

ყველი, წიწაკა და ლორი თხელ ჩხირებად დავჭრათ.

პურის თითოეულ ნაჭერზე დავდოთ ლორის, ყველის და წიწაკის თითო ჩხირი, გადავახვიოთ, ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფ ანელში და შევწვათ ზეთში, ტაფაზე