ფუმფულა პური ბურგერებისთვის

ინგრედიენტები

  • რძე – 250 მლ
  • წყალი – 125 მლ
  • კარაქი – 60 გ
  • ფქვილი – 700 გ
  • საფუარი – 1 ჩ/კ
  • შაქარი – 2 ს/კ
  • მარილი – 1.5 ს/კ
  • კვერცხი – 1 ცალი
მომზადების წესები

ჩაყარეთ თასში ფქვილი,შაქარი, საფუარი და მარილი. ურიერთ კოვზით, რათა კარგად შეერიოს ერთმანეთს.  ქურაზე აადუღეთ წყალი,რძე და დაუმატეთ კარაქი. მიღებული მასა ჩაასხით ფქვილიან თასში , დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი  და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ ცომი 20 წუთი, შემდეგ კი პატარ-პატარა გუნდებად ამოჭერით.

გუნდებს გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და გააჩერეთ 30-35 წუთი, რათა კარგად ამოვიდეს.

აცხვეთ 200 გრადუსზე, 10-დან 12 წუთამდე.

გემრიელად მიირთვით!