ცურეკი,ძალიან არომატული და ჰაეროვანი სააღდგომო ბერძნული ტკბილი პურია.
მასალა:
- 500 გრ. ფქვილი
- 160 მლ.რძე
- 150 გრ. შაქარი
- 12 გრ. მშრალი დროჟი.
- 100 გრ.კარაქი
- 2 კვერცხი(100 გრ)
ერთი კვერცხის გული ზევიდან წასასმელად
არომატები:
- 12 გრ. მასტიხა ხიუ
- 7გრ. მახლეპი
- ცოტა მარილი
- ვანილი.
ცხვება 150-160°C–ზე 40 -45 წუთი
მომზადება:
თბილ რძეში ჩავყაროთ დროჟი,ცოტა შაქარი და ცოტა ფქვილი,აურიოთ,დავაფაროთ და დავდგათ გასაფუებლად, თბილ ადგილას, გაფუების დრო დამოკიდებულია სითბოზე. დაშჭირდება საშვალოდ 15 წუთი.
მასტიხას დავამატოთ შაქარი და დავფშვნათ,მასტიხა და მახლეტი არის არომატული სუნელები რომლებსაც სუპერმარკეტებში ნახავტ მათი ლათინური სახელწოდებებია:Chios Mastic და mahlepi .
კარაქი გავადნოთ არ ავადუღოთ. ფქვილი გავცრათ და ჩავყაროთ თასში ჩავაღრმაოთ და დავამატოთ გაფუებული დროჟიანი მასა, აქვე მარილი დარჩენილი შაქარი, არომატები ,ვანილიც. და გადაურიოთ კარგად , ერთნაირი მასის მიღების მერე დავამატოთ გამდნარი კარაქი და ესეც შევაზილოთ ცომი რომ შეიზელს მთელ ცხიმს დავაფაროთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად.
გაფუების მერე გადმოვიღოთ ფიცარზე მსუბუქი მოძრაობით დავაგუნდაოთ,ძალიან არ გადავზილოთ,გავყოთ ოთხ ნაწილად და დავწნათ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, გადავაფაროთ და დავტოვოთ 20 წუთი გასაფუებლად.
კვერცხის გულს დავამატოთ 2 ს.კ. წყალი გავთქვიფოთ და გადავუსვათ ცურეკს მაღლიდან ფრტხილად.
ცხვება 150-160°C–ზე 40 -45 წუთი.
გამოვიღოთ ღუმელიდან ,გავაციოთ.
გემრიელად მიირთვით
მიყევით ვიდეოს და გამოაცხეთ ჩვენთან ერთად ,ეს ძალიან ადვილი და გემრიელია