გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს

გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას უამრავი მიზეზი შეიძლება ქონდეს. ეს სიმპტომი ძირითადად ვირუსული გასტროენტერის ან ადრეული ორსულობისას არსებული “დილის სისუსტის” დროს გვხვდება.

ზოგიერთ წამალს, მაგალითად ქირურგიული ოპერაციებისთვის განკუთვნილ ზოგად საანესთეზიო საშუალებებს შეუძლიათ ამ სიმპტომის გამოწვევა. იშვიათ შემთხვევებში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება შესაძლოა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ნიშანი იყოს.

გამომწვევი მიზეზი

გულისრევის შეგრძნება და ღებინება შესაძლოა შეგვხვდეს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. მიზეზები:

  • ქიმიოთერაპია
  • გასტროპარეზი(მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს)
  • ზოგადი ანესთეზია
  • ობსტრუქცია ნაწლავებში
  • შაკიკი
  • “დილის სისუსტე” ორსულებში
  • როტავირუსი
  • ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი)
  • ვესტიბულური ნევრიტი

სიმპტომის სხვა მიზეზები:

  • აკოჰოლიზმი
  • ანაფილაქსია (ბავშვებში)
  • ანორექსია
  • ჭია ნაწლავის ანთება (აპენდიციტი)
  • კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო
  • (სიმსივნური ან არასიმსივნური წარმოშობის)
  • ბულემაი ნევროზა
  • ტვინის შერყევა
  • ქოლეცისტიტი
  • კრონის დაავადება
  • ციკლური ღებინების სინდრომი
  • დეპრესია
  • თავბრუსხვევა
  • დიაბეტური კეტოაციდოზი
  • ყურის ინფექცია (შუა ყურის)
  • საკვებით მოწამვლა
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
  • გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება
  • გულის შეტევა
  • გულის უკმარისობა
  • ჰეპატიტი
  • მაღალი სიცხე (ბავშვებში)
  • ჰიდროცეფალუსი
  • ჰიპერპარათიროიდიზმი (ზეაქტიური პარათიროიდი)
  • ჰიპერთიროიდიზმი (ზეაქტიური თიროიდი)
  • ჰიპოპარათიროიდიზმი(არასაკმარისად აქტიური პარათიროიდი)
  • ნაწლავების იშემია
  • ნაწლავების ობსტრუქცია
  • ქალაშიდა ჰემატომა
  • ნაწლავების ჩაჭედვა (ბავშვებში)
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ღვიძლის კიბო
  • ღვიძლის უკმარისობა
  • მედიკამენტები (ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ფუტკარა, ნარკოტიკები და ანტიბიოტიკები)
  • მენიერის დაავადება
  • მენინგიტი
  • ალერგია რძეზე (ახალშობილებში და ბავშვებში)
  • პანკრეასის კიბო
  • პანკრეატიტი
  • კუჭის წყლული
  • ფსევდოტუმორ ცერებრი
  • პილორუსის სტენოზი (ჩვილებში)
  • სხივური თერაპია
  • მძიმე ტკივილი
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება