განგრენა ნეკროზის გართულებაა და ხასიათდება ქსოვილების ლპობით. ის გვევლინება, როგორც იშემიის, ინფიცირების, ან ტრავმის(ან ამ სამი პროცესის კომბინაციის) შედეგი.
ორი ძირითადი კატეგორია: ინფექციური განგრენა(რომელიც მოიცავს ნეკროზულ ფასციტსა და ანაერობულ ინფექციას) და იშემიური განგრენა(რაც შეიძლება განვითარდეს არტერიული, ან ვენური ობსტრუქციის შედეგად).
რისკფაქტორებს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი, მწევლობა, თირკმლის დაავადება, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ავთვისებიანი დაავადება, ტრავმა, ან მუცლის ღრუს ოპერაცია, ჭრილობის დაბინძურება, მალნუტრიცია, ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა და ლახტის ხანგრძლივად გამოყენება.
ინფექციური განგრენის წარმატებული მკურნალობისათვის საჭიროა ადრეულ ამოცნობა და აგრესიული ქირურგიული ჩარევის, შესაფერისი ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისა და ინტენსიური დამხმარე მკურნალობის კომბინაცია.
იშემიური განგრენა გამომწვევი ნებისმიერი დაავადების ოპტიმალური მკურნალობის ფონზე საჭიროებს რევასკულარიზაციას ობსტრუქციისა და თრომბოემბოლიზმის გამო. უნდა მივიღოთ ზომები თანდართული ინფექციის საპრევენციოდ.
პროგნოზი სხვადასხვაგარი შეიძლება იყოს და შეიძლება მოიცავდეს მნიშვნელოვან ავადობასა და სიკვდილობას.
განსაზღვრება
განგრენა არის ნეკროზის გართულება და ახასიათებს ქსოვილების ლპობა. იგი ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ინფექციური განგრენა(სველი განგრენა) და იშემიური განგრენა(მშრალი განგრენა). პათოლოგია შეიძლება განვითარდეს იშემიის, ინფექციის, ან ტრავმის(ან სამივე აღნიშნული პროცესის) ფონზე. იშემია შეიძლება, გამოიწვიოს ან არტერიულმა, ან ვენურმა პათოლოგიამ და შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული პროცესი(ან ორივეს კომბინაცია). სისხლის კრიტიკული არასაკმარისი მიწოდება განგრენის უმთავრესი გამომწვევი მიზეზია და ხშირად დაკავშირებულია შაქრიან დიანეტთან და თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებასთან.[1]