ბიზნესი და მეწარმეობა

ბიზნესი და მეწარმეობა

თანამედროვე საზოგადოებაში ნებისმიერი ადამიანი ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია ბიზნესთან . ზოგი თავად ქმნის ბიზნესს , ზოგი კი მოიხმარს მათ

მიერ წარმოებულ პროდუქციას . ბიზნესი ეს არის კანონიერი გზით მოგების

მიღების მიზნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა , ხოლო

ბიზნესმენი ინგლისური წარმოშობის სიტყვაა და პირდაპირი გაგებით `საქმიან

ადამიანს ნიშნავს .

ყოველგვარი საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესად . მაგალითად ,

ნებისმიერი მუშაობა არის საქმიანობა , მაგრამ მუშაობა ანუ პროდუქტის შექმნა

ჯერ კიდევ არ არის ბიზნესი . საქმიანობა წარმოადგენს ბიზნესს მხოლოდ მაშინ ,

როდესაც ის მიზნად ისახავს მოგების , შემოსავლის მიღებას . წარმოება ხდება

ბიზნესი , როდესაც მწარმოებელი არა უბრალოდ უშვებს პროდუქციას , არამედ

შედის ეკონომიკურ ურთიერთობებში მყიდველთან (მომხმარებელთან)

წარმოებული საქონლის ხელსაყრელად გაყიდვის , რეალიზაციის , გაცვლის

მიზნით . მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ყოველთვის არ არის ბიზნესი .

ბიზნესი ეს არის ინდივიდების ორგანიზებული მცდელობა ,

უზრუნველყოსსაზოგადოება საქონლითა და მომსახურებით წარმოება ხდება

ბიზნესი , როდესაც მწარმოებელი შედის ეკონომიკურ ურთიერთობებში მყიდველთან

წარმოებული საქონლის ხელსაყრელად რეალიზაციის მიზნით . 10 მაგალითად , შინ

საჭმლის დამზადება ან ტანსაცმლის შეკერვა პირად მოთხოვნილებათა

დასაკმაყოფილებლად , არ არის ბიზნესი . თუ საჭმელი დამზადდა ან ტანსაცმელი

შეიკერა გასაყიდად , ის შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესად .

ბიზნესის განსაკუთრებული შემთხვევაა მეწარმეობა (სამეწარმეო

საქმიანობა) . იგი უშუალო კავშირშია ადამიანის – მეწარმის პიროვნებასთან ,

რომელიც ახორციელებს ბიზნესს მოგების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებისა

და პირადი რისკის საფუძველზე . მეწარმეობა საქმიანობაა , რომლის დროსაც

ხდება ცოდნისა და უნარების გამოყენება საქონლისა და მომსახურების

შესაქმნელად , ხოლო ადამიანი , რომელიც ამას ახერხებს რაციონალური ანალიზის

საფუძველზე , სამეწარმეო უნარით დაჯილდოებული ადამიანია . ადამიანს , რომელიც

ახალ პროდუქციას ქმნის ან საწარმოს მართვის უკეთესი გზის ძიების რისკს ეწევა ,

მეწარმე ეწოდება . მეწარმეები არიან როგორც დიდ , ისე მცირე კომპანიებში და

მომხმარებლებს , საქონლისა და მომსახურების ფართო ასორტიმენტიდან არჩევანის

გაკეთების საშუალებას აძლევენ . სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ

ფორმებს ისევე , როგორც მეწარმეობა საქმიანობაა , რომლის დროსაც ხდება ცოდნისა და

უნარების გამოყენება საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად მეწარმე ეწოდება

ადამიანს , რომელიც ახალ პროდუქციას ქმნის ან საწარმოს მართვის უკეთესი გზის

ძიების რისკს ეწევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში , საქართველოში კანონმდებლობით

რეგულირდება და მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს .

აღნიშნული კანონის თანახმად: `სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და

არაერთჯერადი საქმიანობა , რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით ,

დამოუკიდებლად და ორგანიზებულად . ~ განმარტებიდან გამომდინარე , უნდა

განვიხილოთ სამეწარმეო საქმიანობის განმსაზღვრელი შემდეგი ძირითადი ნიშნები:

მართლზომიერება . აღნიშნულ ნიშანში იგულისხმება , რომ სამეწარმეო საქმიანობა არ

უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლის მოქმედ ნორმებს , ზნეობის საყოველთაოდ

აღიარებულ პრინციპებს და საჯარო წესრიგს; არაერთჯერადობა . სამეწარმეო საქმიანობა

უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და პროფესიონალურად . მრავალჯერადობას

განსაზღვრავს არა მხოლოდ მოქმედებათა რაოდენობა , არამედ აგრეთვე ამ მოქმედებათა

უმთავრესი მიზანი _ მოგების მიღება; ორგანიზებულობა . ორგანიზებულობა ნიშნავს ,

რომ მეწარმე უნდა `მოერგოს~ კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ორგანიზაციულ –

სამართლებრივ ფორმას (ბიზნესის ორგანიზაციულ – სამართლებრივ ფორმებს

განვიხილავთ მომდევნო თავში) , ჰქონდეს კანონმდებლობით დადგენილი მართვის

ორგანოები და , რაც მთავარია , იყოს რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში;

დამოუკიდებლობა . სამეწარმეო საქმიანობა , როგორც დამოუკიდებელი საქმიანობა , სხვა

არაფერია , თუ არა კანონიერ , მეწარმეთა ნებაზე დამყარებულ მოქმედებათა

ერთობლიობა . მასში იგულისხმება სამართლებრივი დამოუკიდებლობა , რომელიც ,

თავის მხრივ , მოიცავს ქონებრივ დამოუკიდებლობას (რაც განცალკევებული ქონების

არსებობას ნიშნავს) და

ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას (რაც მეწარმის მიერ ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა და საქმიანობის სახის თავისუფლად არჩევას

გულისხმობს);

სწრაფვა მოგების მიღების მიზნისაკენ . საბაზრო ეკონომიკის პირობებში

სამეწარმეო საქმიანობის მიზანს წარმოადგენს არა იმდენად საქონლის

(მომსახურების) რეალური წარმოება , რამდენადაც ამ საქმიანობით

მოგების მიღება . მაგრამ მოგების მიღება მეწარმის საბოლოო მიზანი არ არის .

მისი საქმიანობის მთავარი მისია ამა თუ იმ გეოგრაფიული საზღვრების

მქონე ბაზარზე საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაა მხოლოდ .

მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით შეიძლება მართლზომიერი მოგების სამეწარმეო

საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა , რომელიც

ხორციელდება მოგების მიზნით , დამოუკიდებლად საბაზრო ეკონომიკა არის

თავისუფალი ეკონომიკა , რომელის ერთ-ერთი პრინციპია თავისუფალი

მეწარმოება . მიღება . სწორედ ამაში მდგომარეობს სამეწარმეო საქმიანობის

თავისებურება . შეიძლება ითქვას , რომ სამეწარმეო საქმიანობის წარმატება

იგივეა , რაც ბაზარზე არსებულ მეტოქეობაში წარმატება .

მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამეწარმეო საქმიანობის

მიზანი _ საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და მის

საფუძველზე მოგების სისტემატიური და პროფესიონალური მიღება . ამის

გათვალისწინებით , ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში წარმოებული

მართლზომიერი საქმიანობა , მიმართული მოგების მიღებისაკენ , არის

სამეწარმეო საქმიანობა

მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ბიბლიოთეკა . სამეწარმეო საქმის საფუძვლები .

კონსპექტი-სახელმძღვანელოს ავტორი:პროფესიული მასწავლებელი ლამარა მაჭავარიანი

მარნეული 2016 წელი