ბიზნესის ეროვნული მოდელები

ბიზნესის ეროვნული მოდელები

 

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

 

პროფესიული ბიზნესის სისტემური პრინციპები სხვადასხვანაირად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში. თითოეულ ეროვნულ მოდელს გააჩნია თავი- სი ისტორია. მაგალითად, ინგლისში ბიზნესის დასაწ- ყის ეტაპად მიიჩნევენ მიწის შემოღობვას XVI საუკუნე- ში, ხოლო შემდეგ ოლივერ კრომველის რეფორმებს, რომელმაც უხელმძღვანელა წარმატებულ ანტიმონარ- ქულ გადატრიალებას XVII საუკუნის შუა პერიოდში.

საფრანგეთში ბიზნესის «მამად» მიჩნეულია ნაპო- ლეონ ბონაპარტე, რომელიც ისტორიაში შევიდა არა მარტო სახელგანთქმული ომებით, არამედ კლასიკური საკანონმდებლო აქტითაც _ სამოქალაქო კოდექსით, რომელიც მიღებულ იქნა XIX საუკუნის პირველ ნახე- ვარში. მასში განმტკიცებული იყო ბიზნესმენების უფ- ლებები, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობა საზოგადოე- ბისა და სხვა მოქალაქეების წინაშე.

გერმანიაში ბიზნესის სისტემის ჩამოყალიბებას უკავშირებენ იმპერიის პირველ რეიხსკანცლერს ოტო ბისმარკს, იტალიაში კი _ ლეგენდარულ მეფეს ვიქტორ ემანუელ II-ს. ორივე დასახელებული სახელმწიფო მოღ- ვაწე საქმიანობას წარმართავდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ქვეყნები, რომლებიც  XX საუკუნის  მეორე  ნახევარ-

ში დაადგნენ საბაზრო ეკონომიკის გზას, ხშირად უნდა უმადლოდნენ ბიზნესის ეროვნულ სისტემის ფორმირე- ბას სამხრეულებიან ადამიანებს (სამხედროებს). ბიზნე-

131

 

სის ეროვნული სისტემების თანამედროვე «მამები», რო- გორც წესი, იპყრობდნენ ძალაუფლებას ამა თუ იმ ქვეყა- ნაში სამხედრო გადატრიალების შედეგად და, სარგებ- ლობდნენ რა განუსაზღვრელი დიქტატორული სრუ- ლუფლებიანობით, ატარებდნენ საბაზრო გარდაქმნებს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ესპანელი დიქტატორი ფრანკო, არგენტინელი დიქტატორი ხუან პერონი, ჩი- ლელი დიქტატორი პინოჩეტი და სხვ.

ამჟამად გამოყოფენ ბიზნესის მოდელების40 ხუთ ტიპს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ბაზრებზე.

ბიზნესის საინიციატივო მოდელის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ). ამ მოდელის ის- ტორიული სამშობლოა ინგლისი, მაგრამ სწორედ აშშ-ში ბიზნესის საინიციატივო იდეოლოგიამ მიიღო ყველაზე დიდი გავრცელება მოცემულ ქვეყანაში კაპიტალის პირველდაწყებითი დაგროვების თავისებურებათა შე- დეგად. ამერიკული ბიზნესი და ამერიკული ეკონომიკა იქმნებოდა ადამიანების მიერ, რომლებიც გაექცნენ ფეო- დალურ ჩაგვრას, სიღატაკეს, უუფლებობას, კარიერული ზრდის პერსპექტივების უქონლობას. თავისუფლებისა და ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო სასტარტო პირო- ბების მოსაპოვებლად ისინი გადასახლდნენ ამერიკაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, შემდეგ კი _ ყოველი მხრიდან. «ახალი ამერიკელები» აქტიურად ითვისებ-

40 ganasxvaveben sabazro ekonomikis modelebsac qveynebis mi- xedviT.

132

 

დნენ ტერიტორიას, მათ არ აწუხებდა წოდებრივი შეზ- ღუდვები და ეროვნებათაშორისი ცრურწმენები. ახალმო- სახლეობის ეროვნულობა ხდებოდა ამერიკის მოქალაქე- ობა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპი ყოველთვის იყო არსებითი მნიშვნელობის ამერიკელი ბიზნესმენებისათვის. ახალი ტერიტორიების ათვისება გახდა კაპიტალის მასობრივი პირველდაწყებითი დაგრო- ვების ძირითადი ფორმა აშშ-ში. ლიბერალური ბიზნესი იყო და რჩება აშშ-ში საქმიან ურთიერთობათა საკვანძო საზოგადოებრივ იდეალად. თავისი ისტორიის მთელ მანძილზე ამერიკული ბიზნესი ვითარდებოდა თვით ბიზნესმენთა ინიციატივის ხარჯზე ბიზნესის რეგული- რებაში სახელმწიფოს შედარებით უმნიშვნელო როლის პირობებში. სახელმწიფო საკუთრება ყველა დროში შეზღუდული იყო აშშ-ში მხოლოდ სოციალურად და- ნიშნულების დაწესებულებებით (სავადმყოფოები, გა- ნათლების დაწესებულებები).

სწორედ აშშ-ში წარმოიშვა დღეს ყველაზე ერთ-ერ- თი ცნობილი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა, რომ- ლის საფუძველია წარმოდგენები ბიზნესმენებისათვის მაქსიმალურად ფართო «დამოუკიდებლობის კორიდო- რის» უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ესაა მეცნიერული ეკონომიკური სკოლა _ მონეტარიზმი, რომლის ფუძემდებელი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრო- ფესორი მილტონ ფრიდმენი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში (1976 წ.). აქვე უნდა ით- ქვას იმის შესახებაც, რომ ამერიკული ბიზნესი კარგა ხანია გასცდა თავისუფალი კონკურენციის ეტაპს. კერ-

133

 

ძოდ, აშშ-ში იქნა მიღებული (1890 წ.) პირველი და დღემდე ყველაზე ცნობილი ანტიმონოპოლიური კანო- ნი _ შერმანის კანონი. გასული საუკუნის  30-იან  წლებ- ში აშშ-ში განხორციელდა დიდი დეპრესიიდან (1929- 1932 წ.წ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან) გამოს- ვლის ფართომასშტაბიანი სახელმწიფო ჩარევა ბიზნე- სის განვითარებაში, რომელმაც მიიღო «პრეზიდენტ რუზველტის ახალი კურსის» სახელწოდება. მაგრამ ამ- ჟამად ბიზნესმენთა თავისუფლება და დამოუკიდებ- ლობა, რომლებიც არიან ინიციატივისა და გერგილია- ნობის მატარებლები, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამერიკის სა- ზოგადოებაში სარგებლობენ დიდი პატივისცემით, რო- გორც თანამედროვე ადამიანისეული ცივილიზაციის ძირითადი ფასეულობა. მონეტარისტული შეხედულე- ბები ედო საფუძვლად «რეიგანოეკონომიკას» _ პრეზი- დენტ როლანდ რეიგანის41 (აშშ მე-40-ე პრეზიდენტი42 1981-1989 წწ.) ეკონომიკურ კურსს, რომელმაც საყოველ- თაო აღიარებით უზრუნველყო ქვეყნის არნახული ეკო- ნომიკური აყვავება XX საუკუნის 80-იან წლებში.

თანამედროვე ეტაპზე ბიზნესის საინიციატივო მო- დელის ნიშნები დამახასიათებელია არა მარტო კანადი- სა და დიდი ბრიტანეთისათვის, არამედ ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობისათვის (ჩილე, არგენ- ტინა, ბრაზილია), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგი-

41 ganaTlebiT iyo ekonomisti.

42 manmade iyo kaliforniis Statis gubernatori.

134

 

ერთი ქვეყნისათვის (სამხრეთ კორეა, მალაიზია, სინგა- პური, ფილიპინები).

ბიზნესის საინიციატივო მოდელის პირდაპირ სა- პირისპიროა ბიზნესის ეროვნული მოდელები, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვან წარმართველ როლს თვით ბიზნესმენებთან ერთად ასრულებენ სახელმწიფო ხე- ლისუფლებისა და მართვის ორგანოები. ასეთი სისტე- მები გავრცელებულია უპირველეს ყოვლისა დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, ბელგია, პორტუგალია). მათი არსი გამოიხატება ტერმინით «დი- რიჟიზმი», რომელიც შევიდა ლექსიკონში საფრანგეთში პოპულარული «ბიზნესზე სასიკეთო სახელმწიფო გავ- ლენის თეორიების» მეოხებით. ეს მოდელი ემყარება წარმოდგენებს იმის თაობაზე, რომ ბიზნესის სუბიექტე- ბის საქმიანი ინტერესების წინააღმდეგობებს გააჩნიათ დაუძლეველი ხასიათი, მაგრამ მათი ნეგატიური გავ- ლენის წარმატებული ნიველირება შეიძლება, თუ ეროვ- ნულ ეკონომიკაში მძლავრად წარმოდგენილია სახელ- მწიფო სექტორი. ასეთი სექტორი მუშაობს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო შეკვეთებისა და დავალებების შესრულებაზე. იგი წარმოადგენს გამაწონასწორებელ ძა- ლას კონკურენტებისათვის (არასახელმწიფო სუბიექტე- ბისათვის). ამავე დროს იგი მოწოდებულია ხელი შეუწ- ყოს შრომის ბაზრის სტაბილიზებას, მოსახლეობის და- საქმებას. შემთხვევითი არ არის ის,  რომ  საფრანგეთსა და იტალიაში თანამედროვე ბიზნესის ბევრ ფლაგმანს აქვს სახელმწიფო საწარმოთა ორგანიზაციულ-სამარ-

 

135

 

თლებრივი ფორმა43 (Renault, Citroen, ENI). სახელმწიფო სახელისუფლო და აღმასრულებელი ორგანოები, დირი- ჟორების მსგავსად, რომლებიც მართავენ სიმფონიურ ორკესტრებს, დირიჟორობენ ბიზნესის ყველა სუბიექტს და ამით უზრუნველყოფენ ეროვნული ბიზნესის მთლიანობას, მისი წარმატებული განვითარების სიმყა- რეს. აქედან მოდის ბიზნესში დირიჟიზმის მოდელის განსაზღვრაც. დირიჟიზმის მოდელი ითვალსიწინებს ბიზნესში სუბიექტების დამოუკდიებლობას, მათ უფ- ლებებს ინიციატივაზე, აქტიურობასა და გერგილიანო- ბაზე.

ბიზნესის ეროვნული მოდელის მესამე ტიპი უშუა-

ლო კავშირშია სოციალლურ საბაზრო ეკონომიკასთან. მას უწოდებენ სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის მოდელს. სოციალური საბაზრო ეკონომიკა წარმოიშვა XX საუკუნის მეორე ნახევარში ომის შემდგომ გერმანი- ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორ- მების შედეგად, რომლებიც განახორციელა კანცლერმა ლუდვიგ ერჰარდმა. მოგვიანებით ამ მოდელმა გავრცე- ლება ჰპოვა სხვა ევროპულ ქვეყნებში _ პირველ რიგში ნორვეგიაში, დანიასა და შვეციაში. მისი მთავარი თავი- სებურებაა თანამედროვე ცივილიზაციის ძირითად მიღწევად  ურთიერთპასუხისმგებლობის  აღიარება ბიზ-

 

43  saqarTTeloSic  1994  wels  miRebul  kanonSi  mewarmeTa  Sesa- xeb erT-erT organizaciul-samarTlebriv formad gaTva- liswinmebuli  iyo  saxazino  sawarmo,  romelic  mere  amoRe- bul iqna.

136

 

ნესის სუბიექტებსა და საზოგადოებას შორის. საზოგა- დოება უზრუნველყოფს ბიზნესმენთა წარმატებულ საქ- მიანობას, ბიზნესმენები ზრუნავენ საზოგადოების აყვავე- ბაზე. დირიჟიზმის მოდელისაგან განსხვავებით, სოცია- ლურად პასუხისმგებელი ბიზნესის მოდელი ემყარება არა სახელმწიფო საწარმოთა გამოყოფას ეროვნული ბიზნესის პრიორიტეტულ სუბიექტებად, არამედ ყველა ბიზნესმენისთვის საქმიანი უნარებისა და ტალანტების გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობების უზრუნველ- ყოფას. ბიზნესმენები ყველაზე სრულად და თანმიმდევ- რულად უნდა იყვნენ მოტივირებულნი უმაღლესი შე- დეგების მიღებაზე ბიზნესში.

მიღწევები  ბიზნესში  განიხილება  არა  მარტო   რო-

გორც წარმატებები თვით ბიზნესმენების, არამედ უწინა- რეს ყოვლისა როგორც ურთიერთხელსაყრელი თანამ- შრომლობის შედეგი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ამიტომ შემოსავლები ბიზნესში არ აღიქმება როგორც მხოლოდ ბიზნესის სუბიექტების მიღწევა. სოციალუ- რად პასუხისმგებელი ბიზნესი იძულებულია გაიყოს შემოსავლები მთელ საზოგადოებასთან. ეს, როგორც წე- სი, კეთდება საგადასახადო სისტემის დახმარებით. მა- გალითად, სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში გადასახა- დი მოგებაზე 50%-მდეა. ანარიცხების ასეთი მაღალი დონე სახელმწიფოს სასარგებლოდ აიხსნება სოციალუ- რი სფეროს შენახვის, პენსიონერების, დროებით შრომი- სუუნარო, უმუშევარი მოქალაქეების და სხვათა სოცია- ლური    გარანტიების    უზრუნველყოფის  აუცილებლო-

 

137

 

ბით. შემოსავლების ასეთი გადანაწილების ხარჯზე ხორციელდება სოციალური სტაბილურობა საზოგადოე- ბაში, საზოგადოება დაცულია დამანგრეველი სოცია- ლური კონფლიქტებისაგან, რომლებმაც შეარყიეს საბაზ- რო ეკონომიკა XIX საუკუ-ნეში და წარმოშვეს წარმოდ- გენები საბაზრო ეკონომიკის სოციალიზმითა და კომუ- ნიზმით შეცვლის აუცილებლობის შესახებ. ამჟამინდელ პირობებში შესაძლებელია სოციალიზმის მიღწევა სო- ციალური საბაზრო ეკონომიკის დროს _ ასეთია ოფი- ციალური დოქტრინა, რომელიც საფუძვლად უდევს სა- ხელმწიფო პოლიტიკას ბიზნესის დარგში. შემთხვევი- თი არ არის დღეს ისეთი გამოთქმების გავრცელება, როგორიცაა «შვედური სოციალიზმი», «ნორვეგიული სოციალიზმი» და სხვ.

ბიზნესის ეროვნული მოდელის მეოთხე ტიპია თა– ნამშრომლობის პატერნალისტური მოდელი ბიზნესში. ასეთი მოდელის სამშობლოა იაპონია, რომელმაც განაპი- რობა ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მაღალი ტემ- პებით XX საუკუნის მეორე ნახევარში, რაც გახდა . წ.

«იაპონური ეკონომიკური სასწაულის» საფუძველი. სას- წაული იყო ის, რომ იაპონია, რომელმაც განიცადა გამა- ნადგურებელი მარცხი მეორე მსოფლიო ომში, რამდენი- მე ათწლეულში ჩამორჩენილი ნახევრადფეოდალური სა- ხელმწიფოდან გაკოტრებული ეკონომიკით და მორა- ლურად გატეხილი მოსახლეობით გარდაიქმნა აყვავე- ბულ სახელმწიფოდ და შევიდა მსოფლიო ბიზნესის ელიტაში. იაპონიის ფირმები დღეს დომინირებენ მსოფ-

 

138

 

ლიო ბიზნესის ბევრ დარგში, უწინარეს ყოვლისა საყო- ფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრონიკის, კავშირგაბმუ- ლობის საშუალებების, ავტომობილების წარმოებაში, ფინანსურ ბიზნესში. წამყვანი კომერციული ბანკების ათეულში მსოფლიო მასშტაბით რვა ადგილი უკავია იაპონიის ბანკებს. ბიზნესის იაპონურ მოდელს გააჩნია რიგი თავისებურებები. იგი ემყარება ბიზნესის თავი- სუფლებას, კონკურენცია გამწვავებულია არა მარტო სხვადასხვა ფირმებს, არამედ შიგასაფირმო ბიზნეს პროექტებს შორისაც. ფირმის თანამშრომლები მიჩნე- ულნი არიან ბიზნესმენთა სრულუფლებიან პარტნიორე- ბად მათ ბრძოლაში კონკურენტებთან, თუმცა ისინი არ არიან ბიზნესის თანამფლობელები. ფირმისადმი ერ- თგულება განიხილება როგორც ადამიანთა დადებითი მორალური თვისება (ოჯახის თითქმის ყველა წევრი ერთი ფირმის თანამშრომელია). თავის მხრივ, ბიზნესის მფლობელები კისრულობენ პასუხისმგებლობას მუდმი- ვი ყურადღების ცენტრში იყოლიონ თანამშრომლები. ბიზნესმენები ზრუნავენ თანამშრომელთა კეთილდღეო- ბაზე, მათ პროფესიულ დაოსტატებაზე, მათი ბავშვების ჯანმრთელობაზე და ა. შ. ამით ისინი ავლენენ პატერნა– ლიზმს (იტალ. «პატერნალიზმი» ნიშნავს «მამობას»,

«მამობრივს»).

XX საუკუნისა და XXI საუკუნის დასაწყისის შესა- ნიშნავი მოვლენა გახდა სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის მოდელი, რომელიც განვითარდა ჩინეთის სა- ხალხო რესპუბლიკაში. ეს მოდელი ინიციატივურ ბიზ-

 

139

 

ნესს ახამებს ერთი პარტიის _ ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ მონოპოლიასთან. გასული საუკუ- ნის 70-იან წლებში ჩინეთის კომპარტიის მაშინდელი ლიდერის დენ სიაოპინის ინიციატივით ჩინეთმა სოცია- ლიზმისა და კომუნიზმის მშენებლობის კურსი შეცვალა საბაზრო ორიენტაციის ეკონომიკის საფუძვლების ფორ- მირებით. ჩინური ბიზნესის თავისებურებებია:

Ø ერთობლივი ბიზნესის განვითარება მსხვილ სა- წარმოო ბიზნესში, რომელშიც ჩინეთის მხრი- დან მონაწილეობენ ბიზსნესმენები და სახელ- მწიფო საწარმოები;

Ø განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების მხა- რის დაჭერა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც შეასრულებენ ბიზნესის მსოფლიო ცენტრების ფუნქციას (მაგალითად, ჰონკონგი);

Ø ინვესტიციების აქტიური მოზიდვა ეროვნულ ეკონომიკაში შეძლებული ეთნიკური ჩინელე- ბის მხრივ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ (ხუაციაო);

Ø ჩინელების საზღვარგარეთ წასვლის წახალისება სისტემატური ბიზნეს-საქმიანობის ჩასატარებ- ლად;

Ø მასობრივი წვრილი ბიზნესი ჩინეთის შიგნით. ჩინურმა   ბიზნესმა   მოკლე   დროში   მიაღწია დიდ

წარმატებას პირველ რიგში ფართო მოხმარების საქონ- ლის წარმოების სფეროში. ამ სფეროს იაფფასიანმა საქო- ნელმა  სრულიად  წალეკა  შესაბამისი  საქონლის ბაზრე-

 

140

 

ბი მთელ მსოფლიოში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ ჩათვლით. «Made in China» («დამზადებულია ჩი- ნეთში») გახდა ჩვეულებრივი მოვლენა მასობრივი მოთ- ხოვნის საქონლის მომხმარებლებისათვის (მყიდველე- ბისათვის). ასევე ჩვეულებრივია დღეს «ჩაინათაუნოვე- ბის» (ინგლ. Chinatown _ ჩინური ქალაქი) _ ეთნიკური ჩინელების კომპაქტური ცხოვრების ადგილების არსე- ბობა და მათ მიერ წვრილი ბიზნესის წარმოება საბაზ-  რო ეკონომიკის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებში. ჩი- ნეთის კომპარტია თითქმის სამი ათეული წელი ინარ- ჩუნებს პოლიტიკურ ძალაუფლებას ქვეყანაში, გამოდის რეფორმების მთავარ ძრავად და ცდილობს იყოს ბიზნე- სის ყველა სუბიექტის საქმიანობის ეფექტიანი დირიჟო- რი.

თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესის ეროვნული მო- დელები თანდათანობით ინტეგრირდება ბიზნესის ერ– თიან მსოფლიო სისტემაში. ამგვარად, ბიზნესის სისტე- მური ინტეგრაცია იძენს საერთაშორისო მნიშვნელობას. ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისა და გლობალიზაცი- ის პროცესებმა (XX საუკუნის შუა პერიოდი) გაშალა ეროვნული საზღვრები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების ლიდერები მივიდ- ნენ იმ დასკვნამდე, რომ თანამშრომლობა მათ ქვეყნებს შორის გახდება აყვავებისა და სტაბილურობის პირობე- ბის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალება.

ბიზნესის სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის იდეა (წამოაყენა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინის-

141

 

ტრმა რობერტ შუმანმა) რეალიზებულ იქნა პარიზის ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო 1951 წელს ექვსი ქვეყნის მიერ, რომლის შესაბამისად დამტკიცებულ იქნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული საზოგადოება (გაერთიანება), რომელშიც შევიდნენ საფრანგეთი, გერ- მანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. პარიზის ხელშეკ- რულების წარმატებამ გაამხნევა ამ ქვეყნების მთავრობე- ბი ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად. 1957 წელს რომის ხელშეკრულებით იურიდიულად გაფორმდა ევ– როპული ეკონომიკური გაერთიანება. 1973 წელს მასში შევიდნენ დიდი ბრიტანეთი, დანია და ირლანდია, 1981 წელს _ საბერძნეთი, 1986 წელს _ ესპანეთი და პორტუ- გალია, 1995 წელს _ ავსტრია, შვედეთი და ფინეთი. 1992 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროპული კავ– შირის შესახებ. 2004 წლის 1 მაისს ოფიციალურად გა- მოცხადდა ევროკავშირში ჩეხეთის, სლოვაკეთის, სლო- ვენიის, ლატვიის, ლიტვიის, ესტონეთის, პოლონეთის, უნგრეთის, კიპროსის და მალტის გაწევრიანების შესა- ხებ. ევროკავშირის შექმნას თან ახლდა დასავლეთ ევ- როპაში ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრების ფაქტი- ური ლიკვიდაცია და გადასვლა დასავლეთ ევროპის ქვეყნების44 უმრავლესობისათვის საერთო ვალუტაზე _ ევროზე.

 

 

44 adre es qveynebi mudmivad ebrZodnen erTmaneTs.

142

 

საქართველოში ბიზნესის ეროვნული მოდელის შე- სახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან მისი ეკონომიკა გარდამავალ ეტაპზეა და ბიზნესის გარემო თანამედროვე საქართველოში არ არის სრულად ჩამოყა- ლიბებული. არ არის დასრულებული საქართველოს ეკონომიკაში კაპიტალის პირველდაწყებითი დაგროვე- ბაც, რომლის ძირითადი ინსტრუმენტი იყო სახელმწი- ფო საწარმოთა პრივატიზაცია, რაც ჩვენთან განხორცი- ელდა მთელი რიგი ხარვეზებით. წარმოიშვნენ ძალიან მდიდრები, რომელთა პირადი კეთილდღეობას უპი- რისპირდება მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლე- ბის ძალიან დაბალი დონე და უმუშევრობა, ქართული ბიზნესის სუბიექტების სპეციფიკა გამოიხატება ჩვეუ- ლებრივად ცნების _ «ახალი ქართველების» დახმარე- ბით. ტერმინი «ახალი ქართველები» აერთიანებენ: ლე- გალურ ბიზნესმენებს, რომლებიც მოქმედებენ არსებული კანონმდებლობის ჩარჩოებში; კრიმინალური ბიზნესის წარმომადგენლები; სახელმწიფო მოხელეები; წარმატე- ბული ადამიანები ეკონომიკის რეფორმირების წლებში (პოსტსაბჭოურ პერიოდში). ესენი მეტწილად არიან ე. წ.

«ნუვორიშები» (ფრან. «ახალი მდიდრები») _ სწრაფად გამდიდრებული ადამიანები, მდიდარი მეტიჩარები, რომლებიც თავიანთ თავს აკუთვნებენ საზოგადოების ელიტარულ ფენას. ქართული ბიზნესისათვის დამახა- სიათებელია:

Ø მატერიალური და არა სულიერი ამოცანების სიჭარბეზე                       ფასეული   ორიენტაციების ერთობ-

143

 

ლიობა; წარმატებისაკენ სწრაფვის პრიორიტეტი სულიერი ფასეულობებისაკენ სწრაფვის მი- მართ; ინდივიდუალიზმისა და რაციონალური პრაგმატიზმის უპირატესობა თავდადების, უან- გარობის, ნებისმიერი ახლობლის სიყვარულის იდეალებზე;

Ø სამართლებრივი ნორმატიული აქტების არამყა- რობა, ხშირი საკანონმდებლო სიახლეები, ცვა- ლებადი «თამაშის წესები» ბიზნესის სუბიექტე- ბისათვის; ბიზნესის კეთება არა კანონის მი- ხედვით, არამედ «წარმოდგენების» (ურთიერ- თშეხამებით, რომელიც მიღწეულია სამარ- თლებრივი ნორმებისაგან დამოუკიდებლად) მიხედვით;

Ø ბევრი ადამიანის რწმენა იმის თაობაზე, რომ ბიზნესი უცხოა ქართული მეურნეობრიობის ტრადიციებისათვის.

სხვადასხვა ნეგატიური მოვლენების დაძლევის პროცესს ბიზნესში უწოდებენ სტრუქტურირებას. იგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

Ø ბიზნესმენთა პროფესიული კომპეტენტურობის დონის ამაღლება ბიზნესის სფეროსათვის პრო- ფესიული განათლებისა და გადამზადების სის- ტემების განვითარების ხარჯზე;

Ø ქართულ ბიზნესში პრიორიტეტების  ფორმირე- ბა და თანმიმდევრული შენარჩუნება, რომლე-

 

 

144

 

ბიც ემყარება ქართული ბიზნესის კონკურენ- ტუნარიანობის იდეას;

Ø ბიზნესის ქართული ეროვნული მოდელის ფორმირება და მისი ინტეგრაცია საერთაშორი- სო ბიზნესისა და მსოფლიო ბაზრის გლობა- ლურ სივრცეში;

Ø ქართული ბიზნესის კრიმინალიზაციისა და ქართველი ბიზნესმენების კანონისადმი უპა- ტივცემულობის მოვლენების დაძლევა.

საქართველოში ყველაზე მეტად განვითარდა ბიზ- ნესის ისეთი სახეები, როგორიცაა საფინანსო-საკრედი- ტო ბიზნესი (უპირველეს ყოვლისა საბანკო საქმე), მომ- სახურების ბიზნესი (უპირველეს ყოვლისა ძვირფასიანი საქონლის ვაჭრობისა და ძვირფასიანი მომსახურების გაწევის სფეროებში). ბიზნესის სახეებიდან45 ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება საწარმოო ბიზნესი, მათ შო- რის სამრეწველო ბიზნესი (მრეწველების მოწოდება _

«მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს»), მაგრამ სა- ქართველო ტრადიციულად იყო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა და ამიტომ, ჩვენი აზრით, აგრალურ ბიზნესს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა. სოფ- ლის მეურნეობის გარეშე ვერ განვითარდება მრეწვე- ლობა, რომელსაც აგრალური სექტორი უზრუნველყოფს ნედლეულით, ხოლო მოსახლეობას _ კვების პროდუქ- ტებით (ამიტომ სავსებით მისაღებია მოწოდება _ «სოფ-

 

 

 

45 ix. Tavi 4. biznesis saxeebi.

145

 

ლის მეურნეობა გადაარჩენს საქართველოს»). აღნიშნუ- ლიდან გამომდინარე საქართველოში პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საწარმოო ბიზნესის ტრა- დიციულ დარგებს როგორც მრეწველობაში, ასევე სოფ- ლის მეურნეობაში და ტურისტულ ბიზნესს.

ჩვენს საზოგადოებაში ჯერჯერობით არ არის ჩამო- ყალიბებული აზრი ბიზნესის როგორც ადამიანთა პროფსიული საქმიანობის განსაკუთრებული სფეროს შესახებ. ბევრ მოქალაქეს ერთობ გულუბრყვილოდ მი- აჩნია, რომ ბიზნეს-საქმიანობისთვის არ არის საჭირო სპეციალური მომზადება, ვინაიდან ეს საქმიანობა შეუძ- ლია შეასრულოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც სურს მოგების მიღება. მოქმედ ბიზნესმენთა უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მოთხონილება თავისი პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე. ამ საკითხს უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება იმიტომ, რომ ბიზნესის ნებისმიერი სახის ეფექტიანობა უშუა- ლოდ დამოკიდებულია კადრების პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე (იხ. 5.2. საინფორმაციო ბიზნესის სახეო- ბა _ საგანმანათლებლო ბიზნესი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

146