ბიზნესის კონცეფციები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
კონცეფციის ცნებაში გაიგება ამა თუ იმ ობიექტურ მოვ- ლენებზე მყარი, ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებული თეორიული შეხედულებების სისტემა, აგრეთვე მოცემული შეხედულებებიდან გამომდინარე დებულებები, დასკვნები და კატეგორიები, რომელთა დახმარებით მოცემული მოვლე- ნები აისახება მეცნიერულ გამოკვლევებში, დამუშავებებში, პუბ- ლიკაციებში და საყოფაცხოვრებო ლექსიკონში.
გამოყოფენ ბიზნესის სამ ძირითად კონცეფციას. ესენია: კრიტიკული, პოზიტიური (არაკრიტიკული) და პრაგმატუ- ლი კონცეფციები.
34
ბიზნესის კრიტიკული კონცეფცია გამომდინარეობს იქი- დან, რომ ცნება «ბიზნესი» აერთიანებს საბაზრო ურთიერ- თობათა სხვადასხვა სუბიექტების მოქმედებათა ერთობლიო- ბას, რომელთა მიზანია გამდიდრება საბაზრო ურთიერთობა- თა სხვა სუბიექტების ხარჯზე. ბიზნესის კრიტიკული კონ- ცეფციის საფუძველია რიგი მეცნიერულ-თეორიული და იდეოლოგიური დებულებები:
1) ბიზნესის კრიტიკული კონცეფცია განსახილველ მოვ-
ლენას მიაკუთვნებს განსაკუთრებით საბაზრო ეკონო- მიკას. ადამიანთა საზოგადოების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამოყოფენ სხვადასხვა პერიოდს. თანა- მედროვე ეკონომიკის განვითარების საბაზრო პერი- ოდს წინ უსწრებდა ნატურალური მეურნეობა. კრიტი- კული კონცეფციის ფარგლებში ბიზნესი განისაზ- ღვრება როგორც ეკონომიკის განვითარების მხო- ლოდ საბაზრო პერიოდის ნიშან-თვისება (ზოგჯერ ამბობენ, რომ ბიზნესი ბაზრის ატრიბუტია). ასეთი გაგებიდან გამომდინარეობს ის, რომ ბიზნესი მოვ- ლენაა, რომელიც შეზღუდულია დროში. არც კაცობ- რიობის წარსულ ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის წარმოშობამდე (ძველი რომის, ძველი ინდოეთის, საშუ- ალო საუკუნოვან ცივილიზაციებში), არც მომავალში ბიზნესი არ წარმოადგენს საზოგადოებრივ-ეკონომი- კური ცხოვრების დამახასიათებელ თვისებას;
2) კრიტიკული კონცეფცია ბიზნესს მიაკუთვნებს ადა- მიანთა საქმიანობის განსაკუთრებულ სახესხვაობას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ბიზნესი ყოველ- დღიურ ცხოვრებაში ამ მიდგომის მომხრეთა აზ- რით კავშირშია ადამიანთა მოქმედებებთან, რომლე- ბიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვა-
35
ლოს ბიზნესად. ბიზნესის სფეროდან გამოირიცხება დაქირავებული შრომა მისი ყველა ფორმით, შემოქ- მედებითი საქმიანობის ნებისმიერი სახეები (მეცნი- ერება, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა), აგ- რეთვე ჯანდაცვა, სწავლა-განათლება, საზოგადოებ- რივი საქმიანობა.
ბიზნესისა და «არაბიზნესის» გამიჯვნის კრიტერიუმე- ბია მოგების მიღება და ამასთან დაკავშირებული პირადი ან- გარებიანი მოტივები ადამიანთა მოქმედებებში. კრიტიკული კონცეფციის თანახმად ბიზნესი გამიზნულია მხოლოდ მო- გების მიღებაზე, «არაბიზნესი» კი არ არის გამიზნული მოგე- ბის მიღებაზე. სწრაფვა მოგებისაკენ განიხილება როგორც სა- ბაზრო ეკონომიკის პირობებისადმი შესაბამისი პირადი სიმ- დიდრისაკენ მისწრაფების მოდიფიკაცია. ბიზნესმენები და მდიდრები, ბიზნესი და სიმდიდრე ხშირად გაიგივებულია. ბიზნესის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოგების მისაღე- ბად ბიზნესმენი მზადაა გამოიყენოს ქცევის ნებისმიერი, მათ შორის ანტისაზოგადოებრივი ხერხები. ასეთი შეხედულებე- ბი ფართოდ იყო გავრცელებული ჯერ კიდევ 100 წლის წი- ნათ ეკონომიკურ, სოციოლოგიურ და ფილოსოფიურ თეო- რიებში. ყველაზე აშკარად კრიტიკულ მიდგომას ადგილი ჰქონდა ე. წ. მარქსიზმ-ლენინიზმის კონცეფციაში. ბიზნესის სისტემას მარქსიზმ-ლენინიზმი მიიჩნევდა კაპიტალისტურ სისტემად ანუ კაპიტალიზმად. მის გავრცელებას უკავშირებ- დნენ ანტაგონისტურ კლასობრივ წინააღმდეგობებს კაპიტა- ლისტ-ბიზნესმენებსა და დაქირავებულ მუშაკებს (პროლეტა- რებს) შორის, გარდაუვალ და მუდმივ კონფლიქტებს კონკუ- რენტებს შორის. სსრ კავშირში აუცილებლად და მიზანშეწო- ნილად ითვლებოდა კაპიტალიზმის მუდმივად დაგმობა და ადამიანთა ცხოვრებაში ბიზნესის ნებისმიერ გამოვლინებათა
36
კრიტიკა. ბიზნესი როგორც კაპიტალიზმისათვის დამახასია- თებელი ფენომენი კატეგორიულად იყო უარყოფილი არა მარტო საბჭოთა იდეოლოგიის მიერ, არამედ სსრ კავშირის კანონმდებლობაშიც. ამიტომ, როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში აიკრძალა ყო- ველგვარი კერძო საქმიანობა.
ბიზნესის კრიტიკული კონცეფციის ფესვებია არამარტო მარქსიზმ-ლენინიზმში, არამედ სხვა თეორიებშიც დასავ- ლეთში, აგრეთვე ლიტერატურაშიც (ო. ბალზაკი, თ. დრაიზე- რი, ფ. ნორისი, ე. სინკლერი, ა. ოსტროვსკი, ფ. დოსტოევსკი და სხვ.). საქართველოშიც ტრადიციულად არაპრესტიჟულად ითვლებოდა საქონელმიმოქცევის სფერო, კერძოდ ვაჭრობა, მა- შინ როდესაც ესა თუ ის დიდი საქმე ეკონომიკაში ყოველ- თვის იწყებოდა ვაჭრობით ან ვაჭრობასთან იყო დაკავშირე- ბული. ვაჭრობაში, მიმოქცევის სფეროში, ბაზარზე, როგორც ფოკუსში აისახება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მიღწევე- ბი თუ ნაკლოვანებები. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა დიდი მგოსნის ვაჟა-ფშაველას წერილი «გიკვირთ?!» (დაწე- რილია 1909 წელს), რომელშიც იგი გულისტკივილით წერდა:
«ვაჭრობა ნაცვლად იმისა, რომ შეეყვარებინათ ხალხისათვის, შეაზიზღეს».26 ამის დასადასტურებლად იგი ასახელებს პიე-
სა «ძუნწის» დადგმას სცენაზე და სხვა მაგალითებს, რაც საკ- მარისი აღმოჩნდა რაინდული ხასიათის ქართველისათვის, რომ მას ხელი არ მოეკიდა ვაჭრობისთვის და, როგორც ვაჟა-ფშა- ველა აღნიშნავს: «ჩვენი მეგობარ-მეზობლები გაძლიერებუ- ლი იყვნენ ქონებით (რომელსაც ყიდდა ქართველი თავადე- ბი _ გ. შ.), ხოლო ჩვენ დავკნინებულ ვიყავით» (რომელ მე- ზობლებზეა ნათქვამი იოლი მისახვედრია. ამჟამადაც იყიდე-
26 vaJa-fSavela, Txz. sr. kr. 5 tomad. t. V. Tb., 1961. gv. 243.
37
ბა საქართველოში თითქმის ყველაფერი უცხოელ, მათ შო- რის რუს ინვესტორებზე).
ბიზნესის კრიტიკული კონცეფცია გამოიყენება ცალკე- ული პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების იდეური პლატფორმების დასაბუთებისათვის, რომელთა რიცხვს მიე- კუთვნებიან ანტიგლობალისტები საზღვარგარეთ და პოს- ტსაბჭოელი ორთოდოქსი კომუნისტები.
ბიზნესის პოზიტიური (არაკრიტიკული) კონცეფცია წარმო- ადგენს ბიზნესის კრიტიკული კონცეფციის სრულიად საწი- ნააღმდეგო მოვლენას. მისი არსი არის ის, რომ ბიზნესი გაი- გება და ფასდება როგორც ადამიანთა საზოგადოებრივი _ სასარგებლო საქმიანობა, რომელიც ხორციელდება პირადი ინიციატივით, რომლის მიზანია საქონლისა და მომსახურე- ბის წარმოება სხვა ადამიანებისათვის (იხ. ნახ. 1.2).
ბიზნესის პოზიტიური კონცეფცია ემყარება სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებას და მეცნიერულ თეორიას, რო- მელთა ფარგლებში ბიზნესი განიხილება როგორც ადამიან- თა პროგრესული საქმიანობა თავიანთი მოწოდების შესაბა- მისად. ბიზნესის სუბიექტები გამოიყოფა საზოგადოების სხვა წევრებისაგან. ისინი ხასიათდებიან როგორც განსაკუთ- რებული შემოქმედებითი სულისკვეთების მატარებლები, ცხოვრების გაბედული გარდამქნელები, ახლის შემქმნელები, როგორც კაცობრიობის ოქროს ფონდი. მათი საქმიანობა ახა- ლი საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად ხელს უწ- ყობს საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და მის აყვავებას. ასეთ წარმოდგენათა განვითარებამ ქრისტია- ნობის ჩარჩოებში განაპირობა ბიზნესის პოზიტიური დასა- ბუთების ფორმირება, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს ჰპო- ვა ფართო გაშუქება მაქს ვებერის ნაშრომში «პროტესტანუ- ლი ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება». ამჟამად ბიზ-
38
ნესის პოზიტიური კონცეფცია ფრიად პოპულარულია ბევრი ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გა- რემოში. სახელდობრ, ბიზნესის ტიპური განსაზღვრა მოცე- მულია სახელმძღვანელოში «ბიზნესის კონცეფცია», რომე- ლიც მოამზადეს გამოსაცემად შემდეგმა ავტორებმა: ს. რო- ზენბლატმა, რ. ბონინგტონმა, ბ. ნიდლსმა. «რა არის ბიზნე- სი? ბიზნესი საქმის წარმოების სისტემაა. ბიზნესი პროდუქ- ციის შექმნაა, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს. ბიზნესი სა- მუშაოა. ბიზნესი ცენტრალური მაგისტრალია ჩვენს სოცია- ლურ-ეკონომიკურ სისტემაში. ბიზნესი სისტემაა, რომელიც ჩვენ შევქმენით ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ბიზნესი _ ეს ისაა, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ. ზოგადად ბიზნესი არის წარმოების სისტემა საზოგადოების მოთხოვ- ნილებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად».27
nax. 1.2. biznesis pozitiuri koncefciis Semadgenlebi
27 i. b. rubini. biznesis safuZvlebi, moskovi, 2009, gv. 18 (rusul enaze).
39
მოტანილი განსაზღვრებანი სავსებით ასახავენ გან- საზღვრულ («პოზიტიურ») შეხედულებებს თანამედრო- ვე ბიზნესზე. პოზიტიური კონცეფციის თანახმად ბიზ- ნესი განიხილება როგორც ადამიანთა საქმიანობა ერ- თმანეთის მომსახურებისთვის, აგრეთვე მათი ერთობ- ლივი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზოგადოე- ბის საკეთილდღეოდ. ბიზნესის პოზიტიური კონცეფცია ახდენს თანამედროვე ბიზნესის დადებითი მხარეების აბსოლუტიზებას, წარმოადგენს მას როგორც ეკონომი- კური ჰარმონიების სისტემას. ეს კონცეფცია სხვადასხვა დროს იყო ბევრი წარმოდგენისა და თეორიის საფუძვე- ლი, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას საბაზრო ეკონო- მიკის პირობებში წარმოადგენენ იდილიურად, ყოველ- გვარი წინააღმდეგობების გარეშე. ასეთები იყვნენ, მაგა- ლითად, წარსულში ფართოდ გავრცელებული «საყო- ველთაო კეთილდღეობის საზოგადოების», «საყოველთაო დოვლათიანობის სახელმწიფოს» არამეცნიერული თეო- რიები, რომელთა მომხრეები ცდილობდნენ აეხსნათ სა- ბაზრო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, როგორც მთლიანად უკომფლიქტო ან ნაკლებკონფლიქტიან პრო- ცესებად. ამიტომ პოზიტიური კონცეფცია აგრეთვე ცნო- ბილია არაკრიტიკული კონცეფციის სახელწოდებით.
ბიზნესის შესახებ პოზიტიურ წარმოდგენათა მომ- ხრეების შეხედულებით თანამედროვე საზოგადოებაში, დიდი ხანია ადგილი არა აქვთ XIX და XX საუკუნეე- ბის დასაწყისის მწვავე სოციალურ კონფლიქტებს და კრიზისებს. ეს წინააღმდეგობანი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში, დარჩნენ წარსულში. კეთილდღე- ობა ყველასათვის, ზემოთ აღნიშნული წარმოდგენების
40
თანახმად, მიიღწევა საზოგადოების წევრებს შორის სა- სიცოცხლო დოვლათის სამართლიანი განაწილების დახ- მარებით. ამიტომ «საყოველთაო კეთილდღეობის სახელ- მწიფოს» თეორიის შინაარსში მთავარ ელემენტად ით- ვლება სახელმწიფოს საქმიანობა სიმდიდრის გადანაწი- ლებისა და თანასწორობის დამყარების საქმეში რეფორ- მების დახმარებით სოციალური დაზღვევის, საგადასა- ხადო, შრომითი კანონმდებლობის, დასაქმების, ხელფა- სის, ფასების სფეროებში. საზოგადოებრივი ურთიერ- თობების ასეთი ტრანსფორმაციების საფუძვლად აღია- რებულია სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის გაცნო- ბიერება ერთდროულად საზოგადოების ყველა წევრის წინაშე. ამრიგად, ადამიანები, რომლებიც ეწევიან ბიზ- ნესს ერთმანეთის საკეთილდღეოდ, ერთობლივად და მიზანმიმართულად ხელს უწყობენ ეროვნული ეკონო- მიკის განმტკიცებასა და განვითარებას.
ბიზნესის პოზიტიური კონცეფცია ფართოდ წარ-
მოდგენილია საზღვარგარეთ არა მარტო თეორიაში, არა- მედ პრაქტიკაშიც. მაგრამ საქართველოში იგი თითქმის არასდროს იყო აღიარებული წარსულში როგორც წარ- მოდგენათა სისტემა, რომელიც შეესაბამება ქართულ ტრადიციებსა და მენტალობას. პირიქით, ჩვენთან ღრმად გაიდგა ფესვები მცდარმა წარმოდგენამ იმის თაობაზე, რომ ბიზნესი უცხოა ქართული სულისკვეთე- ბისათვის და ქართულ სინამდვილეში იგი მოვიდა საზ- ღვარგარეთიდან ან არაქართველთა საქმიანობის მეოხე- ბით, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში (გასაბჭოებამ- დე საქართველოში მანთაშოვის ფულიც კი არსებობდა). ამის გამო, როგორც აღნიშნავდა ვაჟა-ფშაველა საქარ-
41
თველოს სიმდიდრეს ეპატრონებოდნენ არაქართველე- ბი. დღეს მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, რასაც მოწმობს «ახალი ქართველების»28 გაჩენა, რომლებიც საქმიან ურთიერთობაში იყენებენ უცხოური ბიზნესის მიდგომებს. მათი საქმიანობა მიჩნეულია ობიექტურ აუ- ცილებლობად, მაგრამ ქართველი ადამიანებისათვის არა- დამახასიათებლად.
ბიზნესის უცხოურობას მიაწერენ «ამერიკანიზმე- ბის» ცნებას, რომლებმაც თითქოს გააჯერეს ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრება. ის, რაც განი- ხილება როგორც პოზიტიური მოვლენა თანამედროვე ამერიკულ სინამდვილეში, თითქოს დაუსაბუთებლად გადმოტანილ იქნა ქართულ ცხოვრებაში, რომელსაც გა- აჩნია სხვაგვარი სამეურნეო (ეკონომიკური) ტრადიციე- ბი. ამერიკანიზმები პოპულარულია იმ ადამიანთა გა- რემოში, რომლებმაც ვერ შეძლეს ეპოვათ თავიანთი უნარის გამოყენების ღირსეული ფორმები ან ვერ განა- ვითარეს თავიანთ თავში საქმიანი უნარი, რასაც მოით- ხოვს საბაზრო ეკონომიკა. ამერიკანიზმების მკაცრად განსჯა და დაგმობა ხშირად უკავშირდება ჩვენთვის ცნობილ წარმოდგენებს იმის თაობაზე, რომ ბიზნესი თითქოს უცხოა ქართველებისათვის. ამერიკანიზმები ქართულ ბიზნესში წარმოადგენენ, სხვადასხვა აზრის თანახმად, ქართული ბიზნესის გარემოში გადმოტანილ ბიზნესმენთა საქმიანი ქცევის სტერეოტიპებსა და საქმიან ურთიერთობათა წარმართვის მანერებს, რომლებსაც ად- გილი არ ჰქონდათ წინა (საბჭოთა) პერიოდში.
28 romlebsac uwodeben `nuvoriSebs~.
42
ისტორიულად ამერიკული ბიზნესი იქმნებოდა აშშ ზოგიერთი მცხოვრების მიერ (როგორც ცნობილია, ასე- თებია ჩრდილოამერიკელი ინდიელები, რომლებიც ერთ დროს იყვნენ მთელი კონტინენტის სრულუფლებიანი პატრონები). იგი ფაქტიურად ჩამოყალიბდა სხვა ქვეყნე- ბიდან ამერიკაში გადმოსახლებულების მიერ _ უკეთესი ცხოვრების, განსაკუთრებული ამერიკული ოცნების მა- ძიებლების მიერ. ჰოლანდიიდან, ინგლისიდან, ირლან- დიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან გადმოსახლე- ბულთა უმეტესობა პერსპექტივებს უკავშირებდა ფეო- დალური დამოკიდებულებიდან თავის დაძვრენას. ადა- მიანები გადაკვეთავდნენ ატლანტის ოკეანეს, რომ გუ- ლიდან ამოეგდოთ დაწყევლილი ბატონყმური წარსუ- ლი. მათ შორის ძირითადად იყვნენ შრომისმოყვარე ადამიანები, მაგრამ იყვნენ აგრეთვე კრიმინალებიც.
შრომისმოყვარე ადამიანების მასობრივი გადასახ- ლება ამერიკაში სხვადასხვა ქვეყნიდან ხელს უწყობდა ბიზნესის მასშტაბურ განვითარებას აშშ-ში. კონფლიქტი ბიზნესსა და მონათმფლობელობას შორის, რომელმაც გამოიწვია XIX საუკუნის შუა პერიოდში სამოქალაქო ომი, დამთავრდა საბაზრო პრინციპების სრული ტრი- უმფით ქვეყნის ეკონომიკაში. სარგებლობის (გამორჩე- ნის) პრინციპი უბიძგებს ამერიკის ხელისუფლებას აშშ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ ფირ- მების გახსნისაკენ, რამდენადაც ეს ხელს უწყობს კაპი- ტალის შემოდინებას ამერიკის ეკონომიკაში, ზრდის ასაკრეფი გადასახადების მოცულობას. ამასთან ამერიკე- ლი ბიზნესმენები სიამოვნებით აბანდებენ ფინანსურ სახსრებს საზღვარგარეთ, პოლიტიკურად არამყარ ქვე-
43
ყანაშიც კი.
საგარეო ექსპანსიის ელემენტები საზღვარგარეთე- ლი ბიზნესმენების მხრივ ასრულებენ ქართული ბიზნე- სის განვითარების კატალიზატორის როლს ჩვენს ცხოვ- რებაშიც. საქმე, რასაკვირველია, არ მიდის აბორიგენე- ბის განადგურებამდე, როგორც ეს მოხდა ამერიკის კო- ლონიზაციის დროს,29 მაგრამ უცხოური კაპიტალის ინ- ვესტირება საქართველოს ეკონომიკაში და ამავე დროს ბიზნესის ქცევის სტერეოტიპების გავრცელება საქარ- თველოში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან სახეზეა. საქართველოში მუდმივად მუშაობენ საერთა- შორისო საფინანსო ორგანიზაციები და ფონდები (საერ- თაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.). ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია მტკიცედ იცავდეს ეროვნულ ინტერესებს და ატარებდეს გონივ- რულ პოლიტიკას.
ბიზნესის კრიტიკული და პოზიტიური (არაკრი- ტიკული) კონცეფციები ბიზნესის როგორც ობიექტური მოვლენის შეფასებაში წარმოადგენენ უკიდურეს პოზი- ციებს (ცხრილი 1.1). ამ უკიდურესობათა დაძლევა ხორ- ციელდება მხოლოდ ბიზნესის პრაგმატული კონცეფცი- ის ფარგლებში.
29 xdeba dResac singapurSi da sxva qveynebSi.
44
ცხრილი 1.1
ბიზნესის კონცეფციები
biznesis pozi- tiuri kon-
cefcia |
biznesis kri- tikuli kon-
cefcia |
biznesis prag- matuli kon-
cefcia |
|
biznesis miza- ni | sayovelTao keTildReoba | biznesmenebis gamorCena | sazogadoebis wevrebis moT- xovnilebaTa dakmayofile-
ba |
visTvis xor- cieldeba | mTeli sazo- gadoebis in- teresebisaT-
vis |
biznesmenebis interesebi- saTvis | biznesmenebisa da sazogadoe- bis interese-
bisaTvis |
daxasiaTeba | arawinaaR- mdegobrivi movlena | arasasurveli movlena sazo- gadoebis
cxovrebaSi |
winaaRmdego- ba, magram ara dauZleveli |
პრაგმატიზმის ცნებაში იგულისხმება ადამიანთა საქმიანობის გეგმებისა და მიზნების ორიენტაცია პრაქ- ტიკული სარგებლიანობის (შემოსავლიანობის) მიღწევა- ზე გარემოებებში, რომლებსაც გააჩნიათ ობიქტური და ამიტომ ამ ადამიანთა ნებასა და სურვილზე დამოუკი- დებელი ხასიათი. პრაგმატიზმი ადამიანთა ქცევის რა- ციონალური საწყისის უმაღლესი ფორმაა, უწინარეს ყოვლისა, მათი პროფესიული საქმიანობის სფეროში. იგი ემოციურობის საპირსიპიროა, რომელშიც ადამიან- თა გრძნობები დომინირებენ გონებაზე, რაც, როგორც წესი, იწვევს ობიექტური მოვლენების ცალმხრივ შეფა- სებას _ მათ შელამაზებას ან გაბათილებას. ბიზნესის სფეროში ადამიანები უნდა მოქმედებდნენ რაციონალუ-
45
რად და ცდილობდნენ თავიანთი ინტერესების რეალი- ზაციას. ეს ინტერესები და, შესაბამისად, ადამიანთა მოქმედებები განსხვავებულია. მაგალითად, ბიზნესს შე- იძლება გააჩნდეს სხვადასხვა მასშტაბი _ გამოყოფენ წვრილ, მცირე, საშუალო და მსხვილ (დიდ) ბიზნესს. შეიძლება იყოს ოლიგარქიული ბიზნესიც. განსხვავებუ- ლია ერთმანეთისაგან ბიზნესის სახეებიც (იხ. თავი 4). ადამიანები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ეწევიან ბიზნესს და მოქმედებენ რაციონალურად. ამის მეოხებით თითოეული მათგანი მიისწრაფვის პირადი სარგებლიანობისაკენ, ხოლო საზოგადოება ღებულობს თავის _ საზოგადოებრივ სარგებელს.
ბიზნესის პრაგმატული კონცეფციის არეა ის, რომ ბიზნესი განიხილება როგორც მოვლენა, რომელიც აუცი- ლებელია საზოგადოების განვითარებისათვის. ერთი მხრივ, მოცემული მოვლენა წინააღმდეგობრივია, ვინაი- დან ქმნის ბიზნესის სუბიექტების ინტერესების კონ- ფლიქტს, რომელთაგანაც თითოეულს ამოძრავებს საკუ- თარი ინტერესი, ხშირად საწინააღმდეგო კონტრაგენტე- ბის ინტერესებისა. მეორე მხრივ, მოცემული მოვლენა სარგებლიანია ადამიანებისათვის, რომლებიც დამოუკ- დიებლად ეწევიან ბიზნესს, ან მონაწილეობენ მასში და- ქირავებული მუშაკების სახით და ამისათვის ღებულო- ბენ შემოსავლებს, ან იყენებენ მის შედეგებს. ამრიგად, პრაგმატული კონცეფცის ფარგლებში ბიზნესი გაიგება როგორც საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის ურთიერთმოქმედება. საზოგადოების წევრების ერთი ნაწილია ბიზნესმენები, რომლებიც მიისწრაფვიან დაიკ-
46
მაყოფილონ თავიანთი ეგოისტური (ანგარებითი) ინტე- რესები ინიციატივიანი, დამოუკიდებელი საქმიანობის მეშვეობით საკუთარი რისკის საფუძველზე. საზოგადო- ების სხვა წევრები ბიზნესმენების წყალობით ღებულო- ბენ შესაძლებლობას მუდმივად დაიკმაყოფილონ თავი- ანთი მოთხოვნილებანი საქონლის წარმოებისა და მომ- სახურების გაწევის დახმარებით. ამასთან ისინი ახდე- ნენ მათი სამომხმარებლო ინტერესების რეალიზაციას.
იგებს საზოგადოებაც. ბიზნესის წყალობით იგი ღებულობს ეკონომიკური და სოციალური განვითარე- ბის აუცილებელ რესურსებს. ეწევიან რა ბიზნესს, ადა- მიანები ერთმანეთისათვის ახორციელებენ სასარგებლო საქმეს. ერთმანეთისათვის სარგებლობის მოტანით, ისი- ნი აყალიბებენ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობენ და მუშაობენ. მათი მოქმედებები დადებითად ფასდება საზოგადოების მიერ. ბიზნესის სუბიექტები ერთმანეთს ადარებენ მათი საქმიანობიდან მიღებულ პირად წარმა- ტებას და საზოგადოებრივ სარგებლიანობას. ისეთ კრი- ტერიუმებს, როგორიცაა, მაგალითად, კულტურის დო- ნე, ზოგადი განათლებულობის ხარისხი, უცხო ენების ცოდნა, აქვთ დაქვემდებარებული მნიშვნელობა.
ბიზნესის პრაგმატული კონცეფცია განსხვავდება კრიტიკული კონცეფციისაგან იმით, რომ იგი არ ახდენს ინტერესთა წინააღმდეგობების აბსოლუტიზებას ბიზნე- სის სფეროში. ინტერესთა წინააღმდეგობები და კონ- ფლიქტები არ განიხილება მხოლოდ უარყოფითად. მა- გალითად, კონკურენციის როგორც პოზიტიური ფაქტო- რის როლი არის ის, რომ მისი გამწვავება გონივრულ
47
ზღვრამდე სტიმულს აძლევს ეკონომიკის განვითარე- ბას. პრაგმატული კონცეფცია უარყოფს აგრეთვე ბიზნე- სის განსაზღვრისას მის მოხსენიებას როგორც წვრილი ან მსხვილი თაღლითობის საქმიანობად და მის იდეო- ლოგიად შემდეგი თეზისის გამოცხადებას: «არ მოატყუ- ებ _ ვერ გაყიდი».
მთლიანად გამოყოფენ ბიზნესის პრაგმატული კონცეფციის შემდეგ შემადგენლებს (ნახ. 1.3).
ნახ. 1.3. ბიზნესის პრაგმატული კონცეფციის შემად- გენლები
Ø ბიზნესი მთლიანად ადამიანთა ცხოვრების აუცი- ლებელი და გარდაუვალი კომპონენტია; ის აერ- თიანებს, ერთი მხრივ, ცალკეული მოქალაქეე- ბის სწრაფვას თავიანთი ინტერესების რეალი- ზაციისაკენ, ხოლო მეორე მხრივ _ სხვა ადამია- ნების სწრაფვას საქონელზე, მომსახურებაზე,
48
სამუშაოზე თავიანთ მოთხოვნილებათა დაკმა- ყოფილებისაკენ;
Ø ბიზნესი წინააღმდეგობრივი მოვლენაა. ნების- მიერი წინააღმდეგობები ადამიანებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ბიზნესში, შეიძლება გახდნენ მრავალფეროვანი კონფლიქტების მი- ზეზი, მაგრამ საერთოდ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკის განვითარების წყაროს და მათ არ გააჩნიათ უიმედოდ დამანგრეველი ხასიათი;
Ø ბიზნესი ემყარება ადამიანებს შორის ურთიერთო- ბებს, რომელთაგანაც თითოეული მათგანი, შე- დის რა ამ ურთიერთობებში, იცავს საკუთარ ინტერესებს, რომლებიც აუცილებელი არ არის ემთხვეოდნენ სხვა ადამიანის ინტერესებს. ერ- თი მხრივ, ინტერესთა ბუნებრივი კონკურენცია იწვევს ინტერესების კონფლიქტს, ადამიანთა ერთი ნაწილის ინტერესების მეორე ნაწილი- სათვის თავზე მოხვევას, რომელთა საკუთარი ინტერესები ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება დათრგუნული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები. მეორე მხრივ, საბოლოოდ ინტერესთა კონფლიქტი არ იწვევს დამღუპველ შედეგებს ადამიანთა საზოგადოები- სათვის, პირიქით, ხელს უწყობს ეკონომიკისა და ადამიანთა კეთილდღეობის მუდმივ ზრდას;
Ø ბიზნესი განვითარებადი მოვლენაა. მისი მი- მართულებები, სახეები, ტექნოლოგიები და ინ- სტრუმენტები განიცდიან მუდმივ სრულყოფას
49
საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების შე- საბამისად.
ბიზნესის პრაგმატული კონცეფციის საფუძველია თვით ტერმინ «ბიზნესის» არაწინააღმდეგობრივი გან- საზღვრა. სიტყვა «ბიზნესის» განმარტებაში განსხვავე- ბები ხშირად განპირობებულია განსხვავებით მისი მნიშვნელობის ინტერპრეტაციაში. ბიზნესის ცნებაში ხშირად გაიგება არაერთნაირი პროცესები, მოვლენები, ადამიანთა მოქმედებები. განასხვავებენ ბიზნესის ქცე- ვით გაგებას, ბიზნესის კომუნიკაციურ გაგებას და ბიზ- ნესის სისტემურ-სოციალურ გაგებას.
ბიზნესის ქცევითი გაგება გულისხმობს იმას, რომ
ასეთი მიდგომის დახმარებით განისაზღვრება ადამიან- თა მოქმედებების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე- ობს როგორ: «გაკეთდეს ბიზნესი», «მოხდეს დასაქმება ბიზნესით», «შეფასდეს ბიზნესი». ქცევითი გაგების ფარგლებში ბიზნესი მიზანშეწონილია განისაზღვროს როგორც ადამიანთა საქმიანი მოღვაწეობა.
ბიზნესის კომუნიკაციური გაგება ნიშნავს იმას, რომ მოცემული ტერმინი აღწერს ურთიერთობებს, რომ- ლებიც წარმოიშობიან ბიზნესით დასაქმებულ სხვადას- ხვა ადამიანებს შორის. აქედან გამომდინარეობენ: «საქ- მიანი ურთიერთობები», «საქმიანი ურთიერთობების სუბიექტები» («ბიზნესის სუბიექტები»), «ბიზნესის სუ- ბიექტების ინტერესები». კომუნიკაციური გაგების ფარ- გლებში ბიზნესი მიზანშეწონილია განისაზღვროს რო- გორც ადამიანებს შორის საქმიანი ურთიერთობები.
50
ხშირად იყენებენ «ბიზნესის» ცნების ორ ზემოთ მოტა- ნილ გაგებას.
ბიზნესის სისტემურ-სოციალური გაგება გულსიხ- მობს მოცემული ტერმინის გამოყენებას იმის აღსაწე- რად, რომ «ბიზნესის მკეთებელი» ადამიანების ჩართვა ერთმანეთის საქმიან ურთიერთობებში საზოგადოების ცხოვრების როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემის აუცილებელი ელემენტია. ბიზნესის სისტემურ-სოცია- ლური გაგება ადამიანთა საქმიანი მოღვაწეობისა და საქმიანი ურთიერთობების შესახებ მეცნიერულ წარ- მოდგენათა საფუძველია. ამრიგად, ბიზნესი, ერთი შე- ხედვით ცალკე ადამიანთა კერძო საქმე, არსებითად სა- ზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც სოციალური ფენომენი. წარმატებული ბიზნესმენების გარემოში დიდი პოპულარობით სარგებლობს გამონათ- ქვამი: «ბიზნესს აკეთებენ სერიოზული ადამიანები სე- რიოზულ ადამიანებთან».
მაშასადამე, ბიზნესს როგორც ქცევით, კომუნიკაცი- ურ და სისტემურ-სოციალურ მოვლენას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
Ø ადამიანები ხდებიან ბიზნესის სუბიექტები, მოქ- მედებენ რა წამქეზებელი მოტივების გავლენით; ამასთან, ისინი ურთიერთმოქმედებენ სხვა ადა- მიანებთან _ ბიზნესის სუბიექტებთან, რომლე- ბიც აგრეთვე მოტივირებულნი არიან ბიზნესის ამა თუ იმ სახით;
Ø ასეთი ურთიერთმოქმედებები განაპირობებენ საქმიან კომუნიკაციათა აუცილებლობას, როდე-
51
საც ვლინდება ბიზნესის სუბიექტების სხვადას- ხვა მოტივები და ინტერესები, წინააღმდეგობე- ბი, აგრეთვე წარმოიშობა წინააღმდეგობათა გა- დალახვისა და საქმიანი ინტერესების შეხამების აუცილებლობა;
Ø ხდებიან რა ბიზნესის სუბიექტები, ადამიანები მზად უნდა იყვნენ ასეთი კომუნიკაციებისათ- ვის იმგვარად, რომ გარიგებები იყოს ყველა მხარისთვის ხელსაყრელი;
Ø ბიზნესის სუბიქტები, ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან, ქმნიან საინფორმაციო სისტემას
– ინფორმაციის ნაკადს მრავალრიცხოვან საქმი- ანი ურთიერთკავშირების შესახებ, რომლებიც შე- იცავენ მონაცემებს ბიზნესის სუბიექტების თავი- სებურებების, მათი ქცევითი და კომუნიკაციუ- რი მოტივების, გარიგებების შესახებ. ასეთი ინ- ფორმაციის მოძრაობა იძლევა შესაძლებლობას ბიზნესის მუდმივად სრულყოფისათვის წარმოშო- ბილი პრობლემების დროულად გადასაწყვე- ტად.
52