ბიზნესის ობიექტები შრომის ბაზარზე
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენს სამუშაო ძალა. სამუშაო ძალის ცნებაში მოიაზრება ადამიანთა ფიზიკური და ინტელექტუალუ- რი უნარების ერთობლიობა, რომელსაც გამოიყენებენ ისინი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევის, სა- მუშაოთა შესრულების პროცესში. მატერიალური დოვ- ლათის (შრომის საგნები და საშუალებები) ერთობლიო- ბისაგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენება ბიზნეს- მენთა ინიციატივით საქონლის წარმოების, მომსახურე- ბის გაწევის, სამუშაოთა შესრულების პროცესში და შე- ადგენს ბიზნესის ნივთობრივ ფაქტორს, ადამიანი _ სა- მუშაო ძალის მატარებელი _ წარმოადგენს ბიზნესის პირად ფაქტორს.
ფიზიკურ და ინტელექტუალურ უნარებს ფლობს ყველა ადამიანი. ადამიანთა ერთი ნაწილი ამ უნარებს იყენებს შრომის პროცესში, სხვა ნაწილი შეიძლება უსაქმურობდეს. ამიტომ კატეგორია «სამუშაო ძალა» გა- მოიყენება არა უბრალოდ ადამიანთა უნარების, არამედ მათი სარეალიზაციო (რეალიზებადი) უნარების, სხვა სიტყვებით ადამიანთა შრომითი პოტენციალის განსაზ- ღვრისათვის. ეს მუშაკები თავის ერთობლიობაში შეად-
90
გენენ საზოგადოების შრომით რესურსებს. არც ერთ ბიზნესმენს არ შეუძლია დაიწყოს საქმე, თუ მის გან- კარგულებაში წარმოების ნივთობრივ ფაქტორებთან ერ- თად არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ შრო- მით უნარებს და სურთ იშრომონ. კატეგორიები «შრო- მა» და «სამუშაო ძალა» უშუალო კავშირში მყოფი ცნე- ბებია, რომლებიც გამოიყენებიან ჩვეულებრივად ურ- თიერთ კავშირში. როცა საუბარია შრომის შესახებ, რო- გორც წესი, მხედველობაში აქვთ დაქირავებული შრომა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში შრომობენ არა მარტო და- ქირავებული მუშაკები, არამედ პროფესიული ბიზნესმე- ნებიც, რომლებიც, ეწევიან რა ბიზნესს, ქმნიან სამუშაო ადგილებს თავიანთთვის და სხვა ადამიანებისათვის და ამიტომ ითვლებიან სამუშაოს მიმცემებად. ბიზნესმენე- ბი ხშირად შრომობენ არა მარტო როგორც საკუთრივ ბიზნესმენები, ისინი ერთდროულად გამოდიან როგორც მისი ფირმის მენეჯერი და მცირე ბიზნესში (ფირმაში) როგორც ჩვეულებრივი მუშაკები (მაგალითად, გამყიდ- ველები, ავტომექანიკოსები, პრაქტიკანტი _ ექიმები და ა. შ.). თითოეული ასეთი ბიზნესმენიდან, აკეთებს რა ბიზნესს, იყენებს სხვადასხვა უნარს და პროფესიონა- ლი-ბიზნესმენის უნარს, და შრომის დარგობრივ უნარს. დაქირავებული მუშაკები უშუალოდ ჩაერთვებიან
ამა თუ იმ ბიზნესში, დებენ რა შრომით კონტრაქტს (ხელშეკრულებას) შრომის ბაზარზე. ტერმინმა «შრომის ბაზარი» მიიღო ფართო გავრცელება. საქმე ის არის, რომ ნებისმიერი საბაზრო გარიგებების ობიექტები შე- იძლება იყვნენ მხოლოდ ბიზნესის შედეგები ან ფაქტო-
91
რები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თვით პროცესი. რაიმეს განხორციელების პროცესის არც გაყიდვა, არც ყიდვა შეუძლებელია. შრომა სწორედ საქმიანობის (ბიზ- ნესის) განხორციელების პროცესია, რომლის დროსაც ადამიანები იყენებენ თავიანთ უნარებს. გარიგების ობი- ექტებს შრომის ბაზარზე უნდა ეწოდოთ სწორედ ადა- მიანთა უნარები, ხოლო თვითონ ბაზარი მართლზომიე- რია განისაზღვროს როგორც სამუშაო ძალის ბაზარი. მაგრამ, როგორც აღინიშნა ფართოდ გავრცელებულია ტერმინი «შრომის ბაზარი» და ავტორთა დიდი უმრავ- ლესობა იყენებს ამ ტერმინს.
შრომის ბაზრის ცნებაში მოიაზრება საქმიანი ურთი- ერთობების ერთობლიობა, ერთი მხრივ, პოტენციურ და რეალურ სამუშაოს მიმცემთა, მეორე მხრივ, აგრეთვე პოტენციურ და რეალურ დაქირავებულ მუშაკებს შო- რის. ეს განსაკუთრებული ბაზარია, იგი განსხვავდება საქონლისა და მომსახურების ბაზრებისაგან. ბიზნესის სუბიექტები შრომის ბაზარზე ზუსტად იყოფიან ორ დაპირისპირებულ კატეგორიად _ ბიზნესმენები, რომ- ლებიც ქირაობენ მუშაკებს, და მუშაკები, რომლებიც დაქირავებულები არიან სამუშაოდ ბიზნესმენების მი- ერ. საქმიანი ურთიერთობები ბიზნესის აღნიშნულ სუ- ბიექტებს შორის მოიცავენ მუშაკთა უშუალო დაქირავე- ბის სფეროს და სამუშაო ძალის პრაქტიკული გამოყენე- ბის სფეროს.
შრომის ბაზარზე საქმიან ურთიერთობათა მონაწი-
ლეთა ერთი ნაწილი ბიზნესის სუბიექტია. ბიზნესის სუბიქტების სხვა ტიპია მოქალაქეები, რომლებიც მუშა-
92
ობენ დაქირავების წესით. როგორც მომხმარებლები, ისინი წარმოადგენენ ბიზნესმენებთან გარიგებებში არა პასიურ მხარეს, არამედ მათთან საქმიანი ურთიერთო- ბების, აგრეთვე ერთმანეთთან ურთიერთობის თანაბა- რუფლებიან მონაწილეებს. მათი «საქმეა» საკუთარი თანდაყოლილი, შეძენილი და განვითარებული უნარე- ბის ხელსაყრელი გამოყენება. ეს საქმე შრომითი ან და– ქირავებულ-შრომითი ბიზნესია.
დაქირავებულ-შრომითი ბიზნესის სუბიექტები, ანუ დაქირავებული მუშაკები არიან ადამიანები, რომ- ლებიც აკეთებენ თავიანთ ბიზნესს ბიზნესმენებისათ- ვის თავიანთი სამუშაო ძალის შეთავაზებით შეთანხმე- ბული ანაზღაურების საფუძველზე. ამჟამად მთელ მსოფლიოში დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესო- ბას (90%-ზე მეტი) შეადგენენ სწორედ დაქირავებული მუშაკები.36 დაქირავებულ-შრომითი ბიზნესის სუბიექ- ტების რიცხვში არიან ფირმის მენეჯერებიც. ფირმის მე- ნეჯერები და ბიზნესმენები, როგორც წესი, სხვადასხვა ადამიანებია და მათ შორის განსხვავება განპირობებუ- ლია მათი პროფესიული საქმიანობის ხასიათით.
ბიზნესმენთა ამოცანაა ბიზნესის მიზნების ფორმუ- ლირება, ბიზნესის ორგანიზაცია, მათ შორის მენეჯერე- ბის და თანამშრომლების შერჩევა, ბიზნესის განვითა- რება. ფირმის მენეჯერების ამოცანაა შრომითი კონ- ტრაქტის პირობების განუხრელი დაცვა ბიზნესის მარ- თვის ფუნქციების საუკეთესოდ შესრულებისათვის ბიზ-
36 i. n. rubini. das. wigni, gv. 53.
93
ნესის რეალური მფლობელების დავალებით. დაქირავებუ- ლი მენეჯერები კომპეტენტურობისა და პროფესიული ოსტატობის დონით ბევრად ჯობნიან ბიზნესმენებს. მაგრამ ეს არ ცვლის ბიზნესის სუბიექტების მოცემულ კატეგორიებს შორის ურთიერთმოქმედების საერთო სუ- რათს.
დაქირავებულ-შრომითი ბიზნესის საფუძველია კერ– ძო საკუთრეება სამუშაო ძალაზე. ეს საზოგადოებაში კერძოსაკუთრებით ურთიერთობათა მესამე კომპონენ- ტია. როგორც ბიზნესი, დაქირავებული შრომაც წარმო- ადგენს ადამიანთა პროფესიულ საქმიანობას. დაქირავე- ბული მუშაკების მიერ შემოსავლების მიღება შრომი- სათვის ანაზღაურების სახით ხორციელდება სამუშაოს მიმცემთან (ბიზნესმენთან) შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. შრომითი კონტრაქტი წარ- მოადგენს გარიგების დოკუმენტურ გაფორმებას მუშა- კის დაქირავების შესახებ. სარგებელი ასეთი გარიგები- დან დაქირავებული მუშაკებისათვის _ ეს არის პირადი შემოსავლის მიღება შესრულებული სამუშაოს შედეგე- ბის მიხედვით, აგრეთვე მათი პროფესიული ზრდა და დაწინაურება. დაქირავებული შრომის პროცესში ხორ- ციელდება არა მარტო სამუშაო ძალის გამოყენება, არამედ მისი აღწარმოებაც (კვლავწარმოებაც). სამუშაო ძალის აღ– წარმოება ადამიანთა ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების მუდმივი აღდგება და შენარჩუნებაა (ე. ი. სა- მუშაო ძალის მარტივი აღწარმოება), აგრეთვე ამ უნარე- ბის განვითარებაა მუშაკთა პროფესიული ჩვევებისა და უნარების სრულყოფის, მათ მიერ თავიანთი განათლე-
94
ბისა და პროფესიულ-კვალიფიკაციური დონის ამაღლე- ბის შედეგად (ე. ი. სამუშაო ძალის გაფართოებული აღ- წარმოება). შრომის პროცესში სამუშაო ძალა შეიძლება არა მარტო გაცვდეს, არამედ განვითარდეს კიდეც, რაც არ შეიძლება მოხდეს საქონლის მიმართ.
ბიზნესის კრიტიკულ კონცეფციაში მიჩნეული იყო, რომ საბაზრო ურთიერთობების, კერძოდ, კაპიტალიზ- მის დროს დაქირავებული მუშაკები ჩამოცილებულნი არიან წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას და წარმოადგენენ თავისებურ «მანქანა-დანადგარების და- ნამატს». ამიტომ დაქირავებული მუშაკების განთავი- სუფლება თითქოს არსებული ექსპლოატაციისაგან (რომლის საფუძვლად მიჩნეული იყო კერძო საკუთრე- ბა) შესაძლებელი ყოფილიყოს რევოლუციური გარდაქ- მნების შედეგად. ცხოვრებამ მთლიანად უარყო მსგავსი წარმოდგენები (თეორიები). საბაზრო ეკონომიკის განვი- თარებამ თვალნათლივ აჩვენა არა მარტო ექსპლოატა- ციის არარსებობა, არამედ ისიც, რომ წარმოების საშუა- ლების მესაკუთრედ გადაქცევისათვის სრულიად არ არის აუცილებელი იარაღით ხელში ბრძოლა, როგორც ვარაუდობდნენ ზოგიერთი თეორეტიკოსები XIX საუ- კუნეში და ვარაუდობენ დღესაც ოთოდოქსი-კომუნის- ტები.