ბიზნესის ობიექტები

ბიზნესის ობიექტები

ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011

 

ბიზნესის ობიექტია დოვლათი (სიკეთე), რომლის დახმარებით ადამიანები იკმაყოფილებენ თავიანთი მრავალფეროვან მოთხოვნილებებს. დოვლათის (სიკე- თის) ცნებაში მოიაზრებიან მატერიალური საგნები და ობიექტები (მათ უწოდებენ მატერიალურ დოვლათს), აგრეთვე მომსახურება და სამუშაოები, რომლებსაც ას- რულებს ადამიანთა ერთი ნაწილი მეორე ნაწილისათ- ვის (მათ უწოდებენ არამატერიალურ დოვლათს).

მატერიალურ დოვლათს ყოველთვის აქვს საგნობ- რივი (ობიექტის) ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია (ადვილად გასაგებია) ადამიანიანისათვის (გრძნობის ორ- განოებისათვის). ასეთებია ჰაერი, წყალი, საჭმელი, ტან- საცმელი, საცხოვრებელი ბინა, სხვა საგნები და ობიექ- ტები. მატერიალური დოვლათი, რომელსაც იყენებენ ადამიანები ცხოველმოქმედების პროცესში, მისი სახეე- ბი შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა ნიშნების მიხედვით. მატერიალლური დოვლათის სახეებს განას- ხვავებენ:

Ø მოცემული ბუნებისაგან (ბუნების ნობათი) და წარმოებული ადამიანების მიერ;

Ø სამომხმარებლო და საინვესტიციო;

Ø კერძო და საზოგადოებრივი;

Ø  აღწარმოებადი    (კვლავწარმოებადი)    და    არაკ- ვლავწარმოებადი (უნიკალური).

ბუნება ადამიანს აძლევს ჰაერს, წყალს, მიწას. ეს ბუნებრივი მატერიალლური დოვლათია, რომელიც უზ-

76

 

რუნველყოფს ადამიანთა არსებობის პირობებს. მის გა- რეშე შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება. მაგრამ ადამი- ანი ერთადერთი არსებაა პლანეტაზე, რომელსაც ძა- ლუძს გარდაქმნას ბუნებრივი საგნები (ნედლეული) მისთვის აუცილებელ საგნებად (ნივთებად), რაც ხორ- ციელდება მწარმოებლური საქმიანობის შედეგად. ამი- ტომ მათ უწოდებენ წარმოებულ მატერიალურ დოვ– ლათს.

ბუნებრივ ან წარმოებულ მატერიალურ დოვლათს, რომელიც განკუთვნილია პირადი, ოჯახური, ჯგუფური, ასოცირებული მოხმარებისათვის, წარმოადგენს სამომ– ხმარებლო დოვლათს. მას მიეკუთვნება, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, კვების პროდუქტები. საინვესტიციო მატერიალური დოვლათი მოიცავს ნედლეულს, მანქანებს, მოწყობილობას, მაკომ- პლექტებელ ნაწარმს, რომლებიც აუცილებელია სხვა სა- ხის მატერიალლური დოვლათის წარმოებისათვის, მომ- სახურების გაწევისა და სამუშაოთა შესრულებისათვის. მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლე- ბიც გამოიყენება ნედლეულის ან მზა ნაწარმის გადასა- ტანად, უნდა მიეკუთვნონ საინვესტიციო მატერიალურ დოვლათს, ხოლო ოჯახში გამოსაყენებელი _ სამომხმა- რებლო მატერიალურ დოვლათს.

იმის მიხედვით თუ, ვინ იყენებს მატერიალურ დოვლათს, მას ყოფენ კერძო და საზოგადოებრივ მატე- რიალურ დოვლათად. მაგალითად, საოჯახო ავტომობი- ლი კერძო დოვლათს განეკუთვნება. საზოგადოებრივი პარკი, რომლის დათვალიერებითაც ტკბობას ღებულობს

77

 

ბევრი მოქალაქე, განეკუთვნება საზოგადოებრივ დოვ- ლათს.

მატერიალური დოვლათი შეიძლება იყოს აღწარ- მოებადი და უნიკალური. უნიკალურია დოვლათი, რო- მელიც არ შეიძლება იყოს აღწარმოებადი (კვლავწარმოე- ბადი) სხვადასხვა გარემოებათა გამო (მაგალითად, ხე- ლოვნების ნაწარმოებები). დანარჩენი მატერიალური დოვლათი აღწარმოებადია.

არამატერიალურ დოვლათს არა აქვს საგნობრივი ფორმა, მისი სარგებლობა ადამიანისათვის გამოიხატება გაწეული მომსახურების ან შესრულებული სამუშაოს შედეგის ეფექტში. მომსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სფეროების არსებობის საფუძველია, როგორიცაა განათლება, მედიცინა, სპორტი, კულტურა, მეცნიერება და სხვ.

დოვლათზე მოთხოვნილებებისა და მისი მიწოდე- ბის შესაბამისობის კრიტერიუმების მიხედვით განასხვა- ვებენ თავისუფალ და შეზღუდულ დოვლათს. თავისუ– ფალი, ანუ მუდმივად ხელმისაწვდომი დოვლათის ჯგუფში მოიაზრება ისეთი დოვლათი, რომელზეც მოთ- ხოვნილება ყოველთვის შეიძლება დაკმაყოფილდეს (მა- გალითად, ისეთი ბუნებრივი დოვლათი, როგორიცაა ჰაერი). მატერიალლური და არამატერიალური დოვლა- თის უდიდესი ნაწილი განეკუთვნება შედარებით შეზ– ღუდული ან აბსოლუტურად შეზღუდული ჯგუფის დოვლათს. ეს ნიშნავს იმას, რომ მასზე მოთხოვნილების მოცულობა აღემატება მის მიწოდებას. დოვლათის შედა-

 

78

 

რებით შეზღუდულობა წარმოიშობა შემდეგი მიზეზე- ბით:

Ø ადამიანთა მოთხოვნილებების განვითარების გასწრება დოვლათის მიწოდების დინამიკის მი- მართ (. წ. მოთხოვნილებების გაზრდა);

Ø ბუნებრივი რესურსების როგორც ნედლეულის პოტენციური წყაროების შედარებითი შეზღუ- დულობა მზა პროდუქციის შექმნისათვის;

Ø ადამიანთა საწარმოო შესაძლებლობეის შედარე- ბითი (შეფარდებითი) შეზღუდულობა, რომლე- ბიც მონაწილეობენ მზა პროდუქციის შექმნაში;

Ø ბუნებრივი მატერიალური დოვლათის, ნედლეუ- ლის და ადამიანისეული რესურსების, აგრეთვე ადამიანების როგორც დოვლათზე მოთხოვნი- ლებების მქონეთა გეოგრაფიული (ტერიტორი- ული) განლაგების შედარებითი უთანაბრობა;

Ø განსხვავებები შესაბამისობის მაჩვენებლებში, ერთი მხრივ, მოთხოვ-ნილებების სიდიდეებსა და შედგენილობას, ხოლო მეორე მხრივ _ დოვ- ლათის მიწოდების შედგენილობასა და სიდი- დეებს შორის.

დასახელებული მიზნები განაპირობებენ როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური დოვლათის შე- დარებით შეზღუდულობას. აბსოლუტურად შეზღუდუ- ლია იშვიათი დოვლათი. თუ დოვლათის შეზღუდუ- ლობა არ გამოიხატება მის იშვიათობაში, მაშინ შეიძლე- ბა საუბარი არა მარტო მის შედარებით შეზღუდულობა- ზე, არამედ შედარებით უკმარისობაზეც. მატერიალური

79

 

და არამატერიალური დოვლათის შეფარდებითი ან აბ- სოლუტური შეზღუდულობის არსებობა განაპირობებს მოქმედებას ადამიანთა საზოგადოებაში ამ შეზღუდულო- ბის დაძლევის აქტიური ტენდენციის ჩამოყალიბები- სათვის. ამრიგად, ადამიანთა შედარებით ან აბსოლუ- ტურ შეზღუდულ დოვლათთან ხელმისაწვდომობის სა- უკეთესო პირობების უზრუნველყოფა ბიზნესის სუბიექ- ტების უმნიშვნელოვანესი პროფესიული ფუნქციაა. დოვ- ლათის აბსოლუტური ან შეფარდებითი შეზღუდულობა ხდება ობიექტური ფაქტორი, რომლის არსებობა აიძუ- ლებს ადამიანს ეძიოს აღნიშნული დოვლათის მიღების შესაძლებლობა. ამ ძიებაში საკვანძო როლს ასრულებენ ბიზნესის სუბიექტები, რომლებიც კონკურენტებთან შე- დარებით ქმნიან ადამიანებისთვის დოვლათთან ხელმი- საწვდომობის საუკეთესო პირობებს.

ყოველივე აღნიშნული აიძულებს ბიზნესის სუბი- ექტებს მუდმივად იფიქრონ არა მარტო საკუთარ კე- თილდღეობაზე, არამედ იმ ადამიანების კეთილდღეო- ბაზეც, რომელთა მოთხონილებები მათ პროფესიას ანი- ჭებს დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას. ამ ადამია- ნებს განეკუთვნებიან დოვლათის საბოლოო და შუალე- დური მომხმარებლები. დოვლათის საბოლოო მომხმარებ– ლებია ადამიანები, რომლებიც იყენებენ დოვლათს პი- რადი არასაწარმოო მოხმა-რების ობიექტების სახით. დოვლათის შუალედური მომხმარებლებია ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ დოვლათის წარმოებაში ან მზა დოვლათის უშუალო დაყვანაში საბოლოო მომხმა- რებლებამდე. ასეთებია, მაგალითად, ნედლეულის ან

80

 

სათადარიგო ნაწილების მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ პროდუქციის შექმნისათვის, ან სადისტრიბუ- ტორო ფირმები, საცალო მოვაჭრეები და სავაჭრო შუა- მავლები. მათ მიერ დოვლათის მოხმარების პროცესს გა- აჩნია საწარმოო ხასიათი. დოვლათის შუალედური მომ- ხმარებლები ბიზნესის სუბიექტებია, ხოლო დოვლათის საბოლოო მომხმარებლები არ განეკუთვნებიან ამ კატე- გორიას. ბიზნესის სუბიექტები ერთმანეთთან ურთიერ- თმოქმედებენ, აგრეთვე ამყარებენ საქმიან ურთიერთო- ბებს დოვლათის საბოლოო მომხმარებლებთან, რომელ- თა განხორციელების ტექნოლოგიური ფორმა გარიგებე- ბია.

გარიგების ცნებაში გაიგება საქმიან ურთიერთობა- თა განხორციელების პროცედურა. საქმიან ურთიერთო- ბათა მონაწილეები დებენ რა გარიგებას,34 ხდებიან გა– რიგების მხარეები (გარიგების პარტნიორები). თითოეუ- ლი გარიგება, ერთი მხრივ, გარიგების მხარეებს აქცევს პარტნიორებად, მეორე მხრივ კი ავლენს ამ მხარეთა ინ- ტერესების კონფლიქტს, ვინაიდან თითოეული პარტნი- ორი ცდილობს მოცემულ გარიგებაში მიაღწიოს საკუთა- რი ინტერესების საუკეთესო რეალიზებას. გარიგება ოპ- ტიმალურია, თუ ორივე მხარე აღწევს ურთიერთსასარ- გებლო თანამშრომლობას. გარიგების დადებისას აუცი- ლებელია რიგი პირობების დაცვა. ჯერ _ ერთი, თითოე- ულმა ბიზნესმენმა უნდა გაითვალისწინოს პარტნიო- რის წინაშე თავისი ვალდებულებების სრული ან ნაწი-

34 ix. 9.3.

81

 

ლობრივი შეუსრულებლობის შესაძლებლობა ფორსმაჟო- რულ გარემოებათა გავლენით. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ფორსმაჟორული არ გახდეს მთელი კონტრაქტი გარიგების შესრულებაზე. ხელშეკრულებას გარიგების შესრულების შესახებ უნდა ჰქონდეს სტაბილური ხასი- ათი. მეორე, მოცემული გარიგების მხარის სტატუსის მქონე ადამიანი უნდა გახდეს ბიზნესის ფაქტიური სუ- ბიექტი. ეს ასე რომ მოხდეს, იგი უნდა ფლობდეს გარი- გების მხარედ ყოფნის ფაქტიურ უფლებას ანუ უფლე- ბაუნარიანობას. მხოლოდ უფლებაუნარიანობით მოსილ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ბიზნესის სუბიექტები, იმუშაონ ბიზნესში პროფესიულად და დამოუკდიებ- ლად, წავიდნენ რისკზე, იკისრონ პასუხისმგებლობა და პასუხი აგონ ვალდებულებებზე. ფირმები ხდებიან უფ- ლებაუნარიანები მათი სახელმწიფო რეგისტრაციის შემ- დეგ დადგენილი წესით. გარიგებათა ერთობლიობა, რომლებსაც დებს ბიზნესის თითოეული პროფესიონა- ლი სუბიექტი, შეადგენს ბიზნესის შინაარსს.

მაშასადამე, ბიზნესის ცნებაში გაიგება ბიზნესის სუ- ბიექტების ინიციატივიანი მოქმედებები, რომლებიც ფლობენ, იყენებენ ან განკარგავენ ბიზნესის ობიექტებს, დამოუკიდებლად _ ინდივიდუალურად ან დაქირავე- ბული შრომის გამოყენებით _ ქმნიან პროდუქციას, ეწე- ვიან მომსახურებას და ასრულებენ სამუშაოს. ამ მოქმე- დებებს ისინი ახორციელებენ რეგულარულად ან სისტე- მატურად, ახდენენ რა თავიანთი პროფესიული უნარიანო- ბის, პროფესიული კომპეტენციების (ცოდნის, უნარის, ჩვევების), პირადი თვისებების რეალიზებას, მოცემულ

82

 

მოქმედებებს წარმართავენ საზოგადოებრივად მნიშვნე- ლოვანი შედეგების მიღწევასა და მოგების (შემოსავლე- ბის) მიღებაზე.