ბიზნესის ორგანიზაციულ–ქცევითი პრინციპები
ქართული ბიზნესის განვითარების დაჩქარებისათვის სათანადო ცოდნაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ
ამონარიდების გამოქვეყნებას, კარგი ქართული სახელმძღვანელოებიდან, რომელთა გაცნობა სასურველია ყველა პრისათვის, ვინც ბიზნესს ეჭიდება. ამჟამად გთავაზობთ ამონარიდს ძალიან
საჭირო სახელმძღვანელოდან:
გიორგი შუბლაძე,მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011
ბიზნესის ორგანზიაციულ-ქცევითი პრინციპები
განსაზღვრავენ ბიზნესის ორგანიზაციასა და ბიზნესის
სუბიექტების ქცევას. მათ განეკუთვნებათ:
Ø ბიზნესის რაციონალური ლოგიკის პრინციპი;
Ø ბიზნესში კონკურენციისა და თანამშრომლობის შეხამების პრინციპი;
Ø ქცევის სტრატეგიული, ტაქტიკური და სიტუა-
ციური დონეების შეხამე-ბის პრინციპი. ბიზნესის პრაგმატული კონცეფცია გამოდის იქი-
დან, რომ ბიზნესმენები ყოველთვის მოქმედებენ ქცევის რაციონალური ლოგიკით. პროფერსიული ბიზნესი არ
108
შეიძლება არ იყოს ლოგიკური, ვინაიდან ულოგიკო ქცევა მოწმობს პროფესიონალიზმის არარსებობას. მაგრამ ბიზნესის თვით ლოგიკაში აუცილებლად უნდა დომი- ნირებდეს რაციონალური საწყისი. ეს საწყისი მოიცავს ბიზნესის სახის, საგნების, საქმიანობის ობიექტების, ბიზნესის პარტნიორების, კლიენტების, მიმწოდებლების არჩევას, აგრეთვე მოქმედებათა ერთობლიობას პარტნი- ორებისა და კონტრაგენტების მიმართ. უნარი რაციონა- ლური არჩევანის სრულყოფისა და რაციონალურ გა- დაწყვეტილებათა მიღებისადმი აუცილებელია დოვლა- თის შეზღუდულობის პირობებში.
ბიზნესის რაციონალური ლოგიკა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
Ø ბიზნესში საკუთარი ინტერესების გაცნობიერე-
ბა, თავისი მოწოდების გაგება, მისიის, იდეალუ- რი წარმოდგენების ფორმულირება წარმატების შესახებ და მიზნების განსაზღვრა;
Ø ბიზნესის როგორც პროფესიული საქმიანობის სფეროს აღქმა, რომელიც მოითხოვს პირად და ინსტიტუციურ კონკურენტუნარიანობას, მუდმივ გამიზვნას წარმატებაზე ინტერესების კონფლიქ- ტებისა და მეტოქეობის პირობებში;
Ø საზოგადოებაში ინტერესთა მრავალფეროვნე- ბის გაგება, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწი- ოს თითოეულმა ბიზნესმენმა საკუთარი ინტე- რესების დაცვით;
Ø სწრაფვა წარმატებისა და სარგებლიანობის მიღ- წევისაკენ თავისი მიღწევების, კონკურენტუნარი-
109
ანობის და კონკურენტული უპირატესობების სა- ზოგადოებრივი აღიარების საფუძველზე საქმია- ნობის გაცვლის შედეგად;
Ø ქცევის მხოლოდ ერთი სახეების, მეთოდების, ფორმებისა და საშუალებების გამოყენება, რომ- ლებიც გადაწყვეტადია ან არ არიან აკრძალუ- ლი კანონით, საქმიან ურთიერთობათა ტრადი- ციებითა და ეთიკით.
ზოგჯერ ვარაუდობენ, რომ ბიზნესის რაციონალუ- რი ლოგიკა მდგომარეობს მხოლოდ მოგებისათვის გა- მოდევნებაში, ხოლო რაციონალიზმი _ გამდიდრების ყველაზე ეფექტიანი წესების ძებნაში. ეს ასე არ არის. რაციონალიზმი ბიზნესში ასახავს ორიენტაციას გრძელ- ვადიან წარმატებაზე და ღირსეული ადგილის მოპოვე- ბას ბიზნესის სხვა სუბიექტებს შორის. ამას ექვემდება- რება რაციონალური ქცევის ლოგიკა. ამრიგად, ბიზნე- სის ლოგიკა, რომელიც უგულებელყოფს ქცევის ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს, არ შეიძლება აღიარებულ იქ- ნეს რაციონალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენე- ბი, რომლებიც მისდევენ ქცევის არარაციონალურ ლო- გიკას, ადრე თუ გვიან წააწყდებიან ბიზნესში გადაულა- ხავ სიძნელეებს. მაგალითად, ბიზნესმენები, რომლებიც იზიარებენ შეხედულებებს თავისი ეგოისტური ინტერე- სების პირველადობის შესახებ, როგორც წესი, მოხვდები- ან განდევნილი ბიზნესმენების რიცხვში, რომლებთანაც არავინ მოისურვებს საქმის დაჭერას. ბიზნესმენები, რომლებიც არღვევენ კანონს, აღმოჩნდებიან სამარ-
110
თლებრივი არეს მიღმა და დაკარგავენ ბიზნესში მონა- წილეობის უფლებას.
ბიზნესის რაციონალური ლოგიკა ვლინდება მოქ- მედებათა რაციონალურ ხასიათში, რომლებსაც ახორცი- ელებენ ბიზნესმენები საქმიან ურთიერთობათა დამყა- რებისა და საქმის წარმოების პროცესში. მაგალითად, ბიზნესში პარტნიორების შერჩევისას იგი ვლინდება მიდგომაში, რომლის თანახმად ეს არჩევანი უნდა დაემ- ყაროს რაციონალურ და არა ემოციურ საფუძველს. ასე მაგალითად, არ ღირს ბიზნესის მეგობრებთან ერთად დაწყება, რომლებთანაც ურთიერთობა აგებულია უანგა- რო თანამშრომლობის საფუძველზე. რაციონალური ლო- გიკა გვაუწყებს: «გინდა აკეთო ბიზნესი მეგობრებთან _ დარჩები ბიზნესის გარეშეც, მეგობრების გარეშეც».
ბიზნესში რაციონალურად ითვლება შემოქმედებითი საწყისის (კრეატულობის) და რუტინის შეხამება. მიის- წრაფვიან რა საკუთარი კონკურენტუნარიანობის ამაღ- ლებისაკენ, ბიზნესის სუბიექტები დაინტერესებულნი არიან ბიზნესის შემოქმედებითი შემადგენლის განვი- თარებაში. აუცილებელია შემოქმედებითი საქმიანობა შეზღუდული დოვლათის ხელმისაწვდომობის, აგრეთ- ვე ბიზნესის ობიექტების ამა თუ იმ თვისებების სრულ- ყოფისათვის. ამასთან მცდარია ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს ბიზნესმენთა შრომა გამომგონებელთა შემოქმე- დების მსგავსია. ბიზნესი ემყარება შემოქმედებისა და ად- მინისტრაციული რუტინის (მიმდინარე მოვალეობათა შესრულება ბიზნესში და კონკურენტუნარიანობის პო- ტენციალის მობილიზაცია საქმის წარმოებისათვის, ში-
111
გასაფირმო და ფირმათაშორისი საქმიანი კომუნიკაციე- ბის ორგანიზაცია) ყოველდღიურ შეხამებას. ბიზმესმე- ნებს შეუძლიათ ეს რუტინა დელეგირების წესით გა- დასცენ დაქირავებულ მენეჯერებს. წვრილ ბიზნესში მენეჯმენტისა და ბიზნესის ფუნქციები ხშირად ერთია- ნია (არ არის დიფერენცირებული). მსხვილ ბიზნესში ფირმის მენეჯერები, როგორც წესი, დაქირავებული მუ- შაკებია, რომლებიც მოქმედებენ დელეგირებულ უფლე- ბამოსილებათა ფარგლებში. ეფექტიანი მენეჯმენტი ბიზნესის რაციონალური ლოგიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნეს- მნებს შეახამონ შემოქმედებითი საწყისი და რუტინა კონკურენტუნარიან უპირატესობათა შექმნის, კონკუ- რენტუნარიანობის უზრუნველყოფისა და წარმატებების მიღწევისათვის ბიზნესში.
ბიზნესის რაციონალური ლოგიკას განაპირობებს ის, რომ ბიზნესის სუბიექტები რეალისტურად განსაზ- ღვრავენ საქმიანობის პრიორიტეტებს, მათ უქვემდება- რებენ საქმის წარმოებისა და საქმიანი ურთიერთობის მეთოდებს, თანმიმდევრულად იცავენ თავიანთ ინტე- რესებს. ასეთი ლოგიკა ვლინდება არა მარტო საკუთარ გამოგონებათა (სიახლეთა), არამედ სხვების გამოგონე- ბათა გამოყენებაში, წარმატების მისაღწევად. ბიზნესი ყოველთვის ინიციატივური საქმიანობაა, მაგრამ ყოველ- თვის ჩაითვლება საუკეთესო გადაწყვეტილებად ინიცი- ატივები, რომლებიც ემყარებიან საკუთარ ნოვაციებს. ხშირად უფრო ხელსაყრელია სხვების გამოგონებათა გადაღება (პირის გადაღება) ვიდრე სიახლის შექმნა,
112
თვით საკუთარ გამოგონებათა საფუძველზე, ან ეტალო– ნის მოხერხებული მიბაძვა. ეს იძლევა სასარგებლო გა- მოცდილების გადმოღების შესაძლებლობას, რომლის გავრცელება ხელს უწყობს ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარებას. ზოგჯერ სიახლეთა გადმოღება ცალკეუ- ლი ბიზნესმენების მიერ შეხამებულია სხვისი, ჯერ კი- დევ არარეალიზებული ინიციატივების, ხელში ჩაგდე- ბასთან.
ბიზნესის რაციონალური ლოგიკა ვლინდება აგ- რეთვე საქმეებში გამჭვირვალობისა და ბიზნესის გარე– მომცველთათვის ფარულობის შეხამებაში. ფირმის საქ- მეების შესახებ ინფორმაციას ყოველთვის გააჩნია კონფი- დენციალური ხასიათი და არ შეიძლება გახდეს იგი კონკურენტების კუთვნილება. ამიტომ ბიზნესმენები იძულებულნი არიან დამალონ ინფორმაციის მნიშვნე- ლოვანი ნაწილი თავიანთი ბიზნესის შესახებ. საქმიანი ინფორმაციის კონფიდენციალობა უბიძგებს ადამიანებს კონკურენტების მოტყუებისაკენ. მაგრამ ისინი ამას აკე- თებენ ბიზნესის უსაფრთხოების მოსაზრებებით. იმავ- დროულად ბიზნესმენები ღებულობენ ვალდებულე- ბებს უზრუნველყონ (შესაძლებლობის ფარგლებში) გამ- ჭვრივალობა თავის საქმეებში. ბიზნესმენების პარტნიორე- ბი, მომხმარებლები, მიმწოდებლები, სახელმწიფო მარ- თვის ორგანოები, კონკურენტებიც კი უნდა ღებულობ- დნენ ინფორმაციას მათი ბიზნესის შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა მათდამი ნდობის განმტკიცებას საზოგადო- ებაში და დაარწმუნებდა ყველას იმაში, რომ ისინი კე-
113
თილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ ვალდებულე- ბებს.
ბიზნესის ორგანიზაციის პროცესში ყოველთვის გამოყოფენ ბიზნესმენთა ქცევის სტრატეგიულ, ტაქტი– კურ და სიტუაციურ დონეებს. სტრატეგიულ დონეზე ბიზნესმენები განსაზღვრავენ ბიზნესის სტრატეგიას, რომელიც გამიზნულია გრძელვადიან წარმატებაზე. ჩვეულებრივად ბიზნესმენები ცდილობენ პასუხი გას- ცენ მსგავს საკითხებს სტრატეგიული ბიზნეს-გეგმების38 ფორმირებით. ისინი წარმოადგენენ ბიზმესმენების მი- ერ საკუთარი მისიის შესახებ წარმოდგენათა განსახიე- რების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ბიზნესგეგმების შედგენისას კეთდება ფირმის კონკურენტუნარიანობის ანალიზი, შეისწავლება კონკურენტები, ყალიბდება ბიზ- ნესის სტრატეგიული მიზნები, რომლებიც უნდა შეესაბა- მებოდნენ ბაზრის მოთხოვნილებებს.
ტაქტიკურ დონეზე ბიზნესმენები ასრულებენ კონ- კურენტულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ მოქმედებებს: ხსნიან და ხურავენ ფირმებს, ხელმძღვანელობენ თანამ- შრომლებს, აწარმოებენ გარიგებებს, ახორციელებენ ინ- ვესტიციებს, ატარებენ პროექტების პრეზენტაციებს. სი- ტუაციურ დონეზე ბიზნესმენები მუდმივად ურთიერ- თმოქმედებენ გარემოცვასთან, წყვეტენ რა ყოველდღი- ურ ამოცანებს.
ქცევის აღნიშნული დონეები მნიშვნელოვანია თი- თოეული ბიზნესმენისთვის, ვინაიდან აუცილებელია
38 biznesgegmis Sesaxeb ix. 9.2.
114
სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნესის ყოველდღიუ- რი ადმინისტრირების ტაქტიკური მუშაობის ჩვევების შეხამება. წარმატებებს ბიზნესში და სარგებლიანობას ბიზნესიდან აგრეთვე აქვთ სტრატეგიული, ტაქტიკური და სიტუაციური მნიშვნელობა. ბიზნესმენებისათვის მნიშვნელოვანია მიაღწიონ საკუთარ მიზანდასახულობას ქცევის ყველა დონეზე.